თურქეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შაბათ-კვირას კომენდანტის საათი დაწესდება. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ წერს. კომენდანტის საათი მხოლოდ შაბათ-კვირას იმოქმედებს და მის ფარგლებში ქუჩაში გადაადგილება შესაძლებელი იქნება 10:00 საათიდან 20:00 საათამდე.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, წლის ბოლომდე დახურული იქნება კინოთეატრები. სავაჭრო ცენტრები, და სილამაზის სალონები იმუშავებს მხოლოდ 10:00-დან 20:00 საათამდე. რესტორნებში კი შესაძლებელი იქნება მხოლოდ საკვების მიწოდების მომსახურებით სარგებლობა.
ქვეყანაში სასწავლო პროცესი წლის ბოლომდე დისტანციურად გაგრძელდება, სპორტული ღონისძიებები კი კვლავ მაყურებლის გარეშე ჩატარდება.
გადაწყვეტილების შესახებ, პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ანკარაში მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ განაცხადა.
ახალი რეგულაციებით, გარეთ გასვლას 20 წლამდე პირებს სახლებიდან გასვლა მხოლოდ 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეეძლებათ. გასულ კვირას ანალოგიური შეზღუდვა ამოქმედდა 65 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის.
თურქეთში სასწავლო პროცესი წლის ბოლომდე დისტანციურად გაგრძელდება, სპორტული ღონისძიებები კი კვლავ მაყურებლის გარეშე ჩატარდება.
კომენტარები