თურქეთში ავარიის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, 29 კი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა მარდინის პროვინციაში მოხდა.
გავრცელებული ცნობით, ბენზინგასამართ სადგურთან სატვირთო მანქანა მსუბუქ ავტომობილებს დაეჯახა და ამოტრიალდა. მოგვიანებით, საპირისპირო გზიდან მომავალი სატვირთო ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების მანქანას და შეკრებილ ხალხს დაეჯახა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც.
მანამდე ავარია თურქეთის ქალაქ გაზიანთეფშიც მოხდა, რასაც ასევე 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კომენტარები