თურქეთის სამხრეთში, ჰათაის პროვინციაში გუშინ, 20 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე, დაშავებულთა რიცხვი კი 294-მდე გაიზარდა. ინფორმაციას თურქული CNN ავრცელებს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მიწისძვრას 3 ადამიანი ემსხვერპლა.
6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა თურქეთში ადგილობრივი დროით 20:04 საათზე მოხდა, მას მალევე მოჰყვა მეორე, 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა.
ბიძგები იგრძნობოდა სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის სირიაში, ლიბანში, იორდანიაში, ერაყში, ისრაელსა და კვიპროსზე.
კომენტარები