თურქეთში ბოლო ორ დღეში სკოლაზე შეიარაღებული თავდასხმა მეორეჯერ მოხდა. ამჯერად შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა ქალაქ ქაჰრამანმარაშში მდებარე აიეს ჩალიკის საშუალო სკოლაში. თავდასხმას 4 ადამიანი, აქედან 3 მოსწავლე და 1 მასწავლებელი, ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ 20 პირი.
ჯერჯერობით უცნობია თავდამსხმელის მოტივაცია.
გავრცელებული ცნობების მიხედვით, ცეცხლი გახსნა მერვეკლასელმა, რომელმაც იარაღი სკოლაში ზურგჩანთით შეიტანა. ის, სულ მცირე, ორ საკლასო ოთახში შევიდა და უმისამართოდ სროლა დაიწყო. თავდასხმისთვის მან ხუთი სხვადასხვა იარაღი გამოიყენა. სამართალდამცველების ცნობით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა. თურქეთში მერვეკლასელთა ასაკი 13-14 წელია.
















კომენტარები