თურქეთში არჩევნები 14 მაისს გაიმართება.
ასეთი განცხადება გააკეთა თურქეთის პრეზიდენტმა ბურსაში, სადაც ახალგაზრდობის წარმომადგენლებს შეხვდა.
თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2022 წლის 14 მაისს გაიმართება, – განაცხადა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქალაქ ბურსაში ახალგაზრდობის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს.
თურქეთის ლიდერმა განსაკუთრებული კმაყოფილება გამოთქვა ახალგაზრდობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესაძლებლობით, რაც, მისი თქმით, თურქეთის სახელმწიფოსა და ხალხის იმედია.
სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გააგრძელოს წარმატებები და წინსვლა.
კომენტარები