1 თებერვალს, უხანიდან ანკარაში საქართველოს სამი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა თურქეთის მთავრობის მიერ. 14 დღიანი კარანტინის შემდეგ მათ კორონა ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები არ გამოუვლინდათ.თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, ჩინეთის ქალაქ უხანიდან თურქეთში გადაყვანილი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დღეს დაბრუნდებიან.
კომენტარები