თურქეთის შს მინისტრი ალი იერლიკაია საქართველოში თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფას ეხმაურება. შესაბამისი განცხადება მან X-ზე გამოაქვეყნა:
„ღრმა მწუხარებით შევიტყვე, რომ ჩვენი ეროვნული თავდაცვის სამინისტროს C130 სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანიდან ჩვენს ქვეყანაში მიდიოდა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ჩამოვარდა.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ტელეფონით ვესაუბრე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გელა გელაძეს, რომელიც ასევე ადგილზე მიემგზავრება.
ვუსურვებ ჩვენს პატივცემულ ერს საუკეთესო სურვილებს”














კომენტარები