დამანგრეველი მიწისძვრების გამო, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში შვიდდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.
„2023 წლის 6 თებერვალს ჩვენს ქვეყანაში მომხდარი მიწისძვრების გამო, შვიდდღიანი ეროვნული გლოვა გამოცხადდა. დროშები დაშვებული იქნება 2023 წლის 12 თებერვალამდე“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
კომენტარები