• რეკლამა
  • კონტაქტი
12:31, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თურმე შიდაინფექციით კლავენ ხალხს და მერე კოვიდს ბრალდებაო.. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რა დაფიქრება სჭირდება მაღალი ტრიბუნიდან გასროლილ სიტყვას“ – დავით გადელია ეკატერინე ტიკარაძის განცხადებაზე

ალია ავტორი - ალია
17:05 12-27-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
64

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის წერილს აქვეყნებს:

„საიდან რა გამოდნება…მართლა სულ მაოცებს, როგორ ხდება, როცა ვინმე ერთს ამბობს და მეორეს სრულიად მოულოდნელი მხრიდან შეუძლია ყურის გამობმა! ცხადია ხშირად ვარ ამის მომსწრე, მაგრამ მაინც სულ ახალივით მაკვირვებს…ჯანდაცვის აწ უკვე ყოფილმა მინისტრმა, გუშინდელ პრეზენტაციაზე, სხვა გამოწვევებთან ერთდ ისაუბრა ერთ მნიშვნელოვანზე, რომელიც არათუ ჩვენს, არამედ ყველა ქვეყანაში არსებობდა კოვიდამდე და აუცილებლად იქნება კოვიდ-პანდემიის შემდეგაც- ესაა შიდაჰოსპიტალური (ნოზოკომიალური) ინფექცია. საკითხი აკადემიურია, შიდაპროფესიული და ალბათ შეცდომა იყო ამ საკითხის ასეთ ღია ფორუმზე გამოტანა. ის, რაც მედიკოსებისთვის ჩვეულებრივი, ყოველდღიური პრობლემაა და დარბაზში მყოფებისთვის არაფერი ახალი არ თქმულა (მით უფრო, რომ უცხოელმა ექსპერტებმა საკმაოდ დადებითად შეაფასეს დიდი, წამყვანი კლინიკების ძალისხმევა ამ მიმართულებით), არამედიკმა მსმენელმა გაიგო ასე: “..- აჰა, ხედავ კოვიდზე უფრო მეტად თურმე შიდაინფექციით კლავენ ხალხს და მერე კოვიდს ბრალდება!..” დღეს ფბზე შემხვდა აუარება ასეთი კომენტარი: “-ეტყობა მინისტრი რომ მიდის, იმიტომ თქვა სიმართლე!”, “- კოვიდით შევიყვანე დედაჩემი და ბოლოს სეფსისით მომიკლეს!..”, “საავადმყოფოში რომ არ მიმეყვანა კოვიდიანი ნათესავი, დღეს ცოცხალი იქნებოდა..!” … და ა.შ… კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რა დაფიქრება სჭირდება მაღალი ტრიბუნიდან გასროლილ სიტყვას- კაცმა არ იცის, როგორ აისახება საზოგადოებაზე..სიმართლე კი ასეთია: არ არსებობს მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმული კლინიკაც, სადაც შიდაჰოსპიტალური ინფექცია არ არის. რა თქმა უნდა, მეტნაკლები პროცენტულობით! ასეთი სახის ინფექციით დაავადების რისკი პირდაპირპროპორციულია კლინიკაში წოლის დღეების რაოდენობასთან და ხანგრძლივი მკურნალობისას- ძალიან მაღალია. ნოზოკომიალური ინფექცია, ცხადია არასასურველი გართულებაა და ძალიან არ გვიყვარს ექიმებს, თუმცა მართვადია (სირთულის მხრივ, გააჩნია მიკრობს).რაც შეეხება “სეფსისით მომიკლეს!”.. ყველა ინფექციური პათოლოგიის- ვირუსული იქნება თუ ბაქტერიული, სიმსივნეების ბოლო, რღვევითი ფაზის ლეტალობის მთავარი მიზეზი არის სეფსისი, სეფსისური შოკი. ის ძირითადი დაავადების გენერალიზების სტადიაა და არა “კლინიკაში სეფსისი აკიდეს!” კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი: შიდაჰოსპიტალური ინფექცია იყო, არის და იქნება მუდმივი სამედიცინო გამოწვევა. კოვიდთან მისი შედარება და სიკვდილობის გადაბრალება ისევე მართებულია, როგორც ნებისმიერ დაავადებასთან- ჰეპატიტი იქნება ის თუ ტერფის ფლეგმონა. და ვერც მისგან გარდაცვლილ (რაც, საკმაოდ იშვიათია) პაციენტის სიკვდილობას გადააბრალებს ვინმე კოვიდს, ფლეგმონას, ჰეპატიტს ან ნებისმიერ სხვას.ნუ აყვებით არაჯანსაღ აჟიოტაჟს! მაქსიმალურად დაივმცავით თავი დაავადებისგან, მაგრამ თუ მაინც დაგემართათ- ენდეთ ექიმებს!“ – წერს დავით გადელია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved