• რეკლამა
  • კონტაქტი
04:16, ხუთშაბათი, 11 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თურმე სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებამდე ფაქტიურად უნდა “დანიშნოს” მომავალი პრემიერ მინისტრი და თურმე მის მიერ შემოთავაზებული პიროვნება ყველა პარტიამ მოიწონოს“ – გია ბარამიძე

ალია ავტორი - ალია
01:59 10-07-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,763

„ნაცმოძრაობის“ წევრი, გია ბარამიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ მას უკვე არჩეული ჰყავს პრემიერ-მინისტრი, ასე ეხმაურება:

„მინდა ვიყო მკაფიო, სალომე ზურაბიშვილის იმ სურვილზე, რომ თურმე მან უნდა არჩევნებამდე ფაქტიურად “დანიშნოს” მომავალი პრემიერ მინისტრი და თურმე მის მიერ შემოთავაზებული პიროვნება ყველა პარტიამ უსიტყვოდ და მორჩილად მოიწონონ.
თურმე ეს წერია ქარტიაში, ამაზე დღეს ტვ პირველის ეთერში საუბრობდა, სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, ქალბატონი ეკა ბესელია.
ეს ქართულ ქარტიაში ასე არ წერია და მისი ამგვარი ინტერპრეტაცია, სწორედაც ქალბატონი ეკას (და ალბათ სალომესიც) ინტერპრეტაციაა და არა ის რაზეც პარტიები ქარტიის ხელმოწერით შევთანხმდით.
მეორე, რა დროს ახლა თანამდებობების გადანაწილებაზე საუბარია?
ჯერ ჩვენ ყველამ ერთად და ერთიანობით მოღალატური და კრიმინალური რეჟიმი უნდა ხელისუფლებიდან მშვიდად გავუშვათ.
ხალხმა პარტიებს უნდა მიანიჭოს მათი მხარდაჭერის შესაბამისი პოლიტიკური მანდატი.
მხოლოდ ამის შემდეგ, ქარტიის ტექსტის ზუსტი შესაბამისობით, სალომე ზურაბიშვილის და სხვების მონაწილეობით, ხალხის შესაბამისი მანდატით ააღჭურვილი, საპარლამენტო ახალი კოალიციური უმრავლესობა ჩამოაყალიბებს ახალ (გარდამავალ) მთავრობას, სადაც იქნებიან პატრიოტი პროფესიონალები, მათ შორის უპარტიოებიც.
ამიტომ ახლა ამ თემაზე მსჯელობა და ხალხის ყურადღების, ნაცვლად რეჟიმის გასტუმრებისა, თანამდებობების გადანაწილებაზე, ყურადღების გადატანა ძირშივე მცდარი და არასწორი მგონია.
ამასთან ერთად, ყველას გავახსენებთ, რომ ენმ ამომრჩეველს – ქალბატონი ზურაბიშვილისთვის ნდობის პოლიტიკური მანდატი (მოგეხსენებათ) არასდროს მიუცია, მით უფრო იმ სამწუხარო გარემოების გათვალისწინებით, რადგან იგი ჯიუტად არ ასრულებს თავის კონსტიტუციურ მოვალეობას და უკანონო პოლიტიკური პატიმრობიდან, პუტინის პირად ტყვეს პრეზიდენტ სააკაშვილს არ ათავისუფლებს.
უკაცრავად და მაგ ქართულ ქარტიაში ის წერია რომ ქვეყანას პოლიტიკური პატიმრები უნდა ყავდეს?
პოლიტიკური პატიმრებით უნდა ჩატარდეს სამართლიანი და ევროპული სტანდარტის არჩევნები?
პოლიტიკური პატიმრებით გვინდა ევროკავშირში შესვლა?
მიშა არაა პოლიტიკური პატიმარი?
რა გააკეთა ქალბატონმა სალომემ (დე ფაქტო პრეზიდენტმა) მისი უფლებამოსილებების ფარგლებში რომ პრეზიდენტი სააკაშვილი და სხვა პოლიტპატიმრები თავისუფალნი იყონ? – სამწუხაროდ არაფერი.
ასევე შევახსენებ ყველას, რომ საზოგადოებრივი აზრის ყველა კომპეტენტური გამოკითხვით, მიშას გათავისუფლებას მხარს უჭერს ქართველი ხალხის საკმაოდ დიდი უმრავლესობა.
ასევე ასობით ათასმა ჩვენმა თანამემამულემ ხელმოწერები შეაგროვა და ქალბატონ სალომეს (როგორც დე ფაქტო პრეზიდენტს) მიშას გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა. ქალბატონი სალომეს რეაგირება სამწუხაროდ იყო ნოლი.
ქალბატონ სალომეს მიშას გათავისუფლების მოთხოვნით აგრეთვე მიმართა, უკრაინის, პოლონეთის, მოლდოვასა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, მისი რეაგირება იყო ნოლი.
ამასწინ პრეზიდენტის რეზიდენციაში მიღებაზე ქალბატონ სალომეს პირადად ვესაუბრე და ვუთხარი, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება არის მისი უფლებაც და მოვალეობაც. მისი რეაქცია იყო ნეგატიური.
ახლახანს კი ევროპის ყველაზე დიდმა პარტიამ – სახალხო პარტიამ, მათ შორის ეუთოს ფორმატშიც, ლიბერალთა პარტიამაც პრეზიდენტ სააკაშვილის “უპირიბო და დაუყოვნებელი” მოთხოვნით მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, რომლის ნაწილიცაა ქალბატონი ზურაბიშვილი, ამაზეც მისი რეაქცია იყო ნოლი.
ასე რომ ქალბატონი ზურაბიშვილის პოლიტიკური მხარდამჭერების მხრიდან ენმ-ს მიმართ საყვედურების საჯაროდ გამოთქმა, იმის გამო, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ქარტიის ტექსტის ისეთ ინტერპრეტირებას როგორც მათ აწყობთ და ესმით, და არ ვაპირებთ მათი პოლიტიკური გეგმების შესაბამისად მოქმედებას, არის არასწორი და მიუღებელი. სადაც გაწყობთ ქარტიის თქვენებურად ინტერპრეტირება იქ იშველიებთ ქარტიას და სადაც არა აღარ გახსოვთ ელემენტარული და ფუნდამენტური საკითხები. ასე არ გამოვა. არავის მივცემთ უფლებას ქოცების საამებლად, რაიმე სახის ან ამბიციების დემონსტრირებისა და ან კინკლაობაში ჩაგვრთოს.
ყველას მოვუწოდებთ ამბიციები უკანა პლანზე გადავდოთ და ვკონცენრტირდეთ მართლაც ჩვენი ხალხისთვის უმთავრესზე – მოღალატეთა რეჟიმის 26-ში ხელისუფლებიდან მშვიდობიანად გაშვებაზე!
ერთიანობით გავიმარჯვოთ და შემდეგ ქართველი ხალხის მიერ მოცემული მანდატის შესაბამისად, პასუხისმგებლიანად, საქართველოს კონსტიტუციისა და ხალხისადმი და ერთმანეთისადმი (ქართული ქარტიის ჩათვლით) დადებული პირობების შესაბამისად გადავდგათ ის ნაბიჯები, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს სჭირდება და მოემსახურება.“
თეგები: გია ბარამიძესალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

“ჩუმი პანდემია” – ბაქტერიოლოგიური კვლევა თანამედროვე ლაბორატორიის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა – რას უყვება “ალიას” “ნიუჰოსპიტალსის” ლაბორატორიის ხელმძღვანელი
ახალი ამბები

“ჩუმი პანდემია” – ბაქტერიოლოგიური კვლევა თანამედროვე ლაბორატორიის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა – რას უყვება “ალიას” “ნიუჰოსპიტალსის” ლაბორატორიის ხელმძღვანელი

18:53 12-10-2025
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა – 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა – 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები

15:51 12-10-2025
თიბისიმ თვითმომსახურების ობიექტებში პოს-ტერმინალების აქტიური ინტეგრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისიმ თვითმომსახურების ობიექტებში პოს-ტერმინალების აქტიური ინტეგრაცია დაიწყო

12:26 12-10-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა  – ზრდა ნორმალიზდება, სავალუტო ბაზარზე კვლავ სიჭარბეა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ზრდა ნორმალიზდება, სავალუტო ბაზარზე კვლავ სიჭარბეა

15:51 12-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved