• რეკლამა
  • კონტაქტი
04:15, შაბათი, 31 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუკი სომხეთმა გზაგამტარის ფუნქცია შეითვისა საქართველო კარგავს ენერგო, საჰაერო და სავაჭრო დერეფნის ექსკლუზიურობას” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
21:54 03-14-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
490

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

რეგიონში სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობს – სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა დაასრულეს სამშვიდობო მოლაპარაკებების ტექსტზე მოლაპარაკება და ახლა მისი ხელმოწერაღაა საჭირო. ამით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობა აღდგება. იმავე პროცესებს ვადევნებთ თვალს სომხეთსა და თურქეთს შორის – გენოციდის აღიარების საკითხი წინაპირობა შეიძლება აღარ იყოს სომხეთისათვის.
თურქულ-სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობების აღდგენას დიდი პოზიტიური მხარე აქვს: სამხრეთ კავკასიის რეგიონში ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე დაყრდნობით ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი დასრულდება და რეგიონი უფრო მშვიდი და საინტერესო გახდება საერთაშორისო პარტნიორებისათვის.
თუმცა ამ ყველაფერს სერიოზული გამოწვევაც შეიძლება ჰქონდეს საქართველოსათვის – თუკი სომხეთმა გზაგამტარის ფუნქცია შეითვისა საქართველო კარგავს ენერგო, საჰაერო და სავაჭრო დერეფნის ექსკლუზიურობას. ამასთან, სომხეთზე ყველაზე მოკლე იქნება დერეფანი.
ამ რეალობის გათვალისწინებით და კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისათვის საქართველო დამატებით უნდა აშენებდეს და აფართოებდეს გზებს, რკინიგზას, პორტებსა და ინფრასტრუქტურას.
მიუხედავად ყველაფრისა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი მიღწეული: აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის კონსტიტუციის ცვლილება ერთ-ერთ მოთხოვნად სახელდება, რომლის მიხედვითაც სომხეთმა ოფიციალურად უნდა უარყოს თავისი მოთხოვნა ყარაბაღთან მიმართებით და აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა.
მეორე საკითხი აზერბაიჯანსა და მის ანკლავს, ნახიჩევანს შორის დამაკავშირებელი დერეფნის არსებობა-არარსებობაა. აზერბაიჯანი კვლავ ითხოვს ამ საკითხის გადაჭრას. რას სახით შეიძლება მიიღოს აზერბაიჯანმა ეს შემდგომ გახდება ცნობილი. ეს თემა 2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან არსებობს.
მესამე საკითხი ყარაბაღთან დაკავშირებული მომლაპარაკებელი მინსკის ჯგუფის დაშლა და მესამე მხარის პროცესში მონაწილეობის უარყოფაა. ეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასაც ეხება.
პროცესები ჯერჯერობით მიმდინარეა, მაგრამ პოლიტიკური მზაობა ყველა მხრიდან არსებობს, ეს კი მისი წარმატებით დასრულებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. საინტერესო ამბები გველოდება წინ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?
ახალი ამბები

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?

14:56 01-30-2026
სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!

13:42 01-30-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026

14:21 01-29-2026
ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე
ახალი ამბები

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე

14:58 01-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved