• რეკლამა
  • კონტაქტი
17:26, შაბათი, 17 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუკი შევეცდებით ზღვარი წავშალოთ ქალსა და კაცს შორის, მივიღებთ უღმერთო და უზნეო ქვეყანას” – დიმიტრი ხუნდაძე

ალია ავტორი - ალია
12:43 05-17-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
327

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე ოჯახის სიწმინდის დღეს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც დიმიტრი ხუნდაძე წერს, „ეს დღე პოპუალარიზაციას უწევს ისეთ უმთავრეს ღირებულებას, რაზედაც დგას საქართველო – ღმერთი, ოჯახი, სამშობლო“:

„გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს!

ოჯახი სახელმწიფოს საძირკველია, რომელიც ინახავს ყველა იმ ღირებულებას, რაც სჭირდება ქვეყანას აწმყოშიც და მომავალშიც. იქ, სადაც ოჯახი არ ფასობს, იმ ქვეყანას ფასი არა აქვს.

ოჯახისადმი პატივისცემა, მამობა, დედობა და შვილებისადმი დამოკიდებულება – ჩვენი უძველესი ტრადიციებია და ამას მოფრთხილება სჭირდება. თუკი არ შევინარჩუნებთ წარსულს, არ გვექნება მომავალი. თუკი შევეცდებით ზღვარი წავშალოთ ქალსა და კაცს შორის, მივიღებთ უღმერთო და უზნეო ქვეყანას, რომელიც არც ქართველისთვის და არც უცხოელისთვის იქნება ფასეული. ასეთი სახელმწიფო არსებობას შეწყვეტს.

მადლობა საქართველოს პატრიარქს ამ დღის დაწესებისთვის. ოჯახისადმი პატივისცემა მხოლოდ დღევანდელი დღის აღნიშვნით არ გამოიხატება. ეს ჩვენი ცხოვრების სტანდარტი უნდა იყოს. მაგრამ, ეს დღე პოპულარიზაციას უწევს ისეთ უმთავრეს ღირებულებას, რაზედაც დგას ჩვენი ქვეყანა – ღმერთი, ოჯახი, სამშობლო!

ეს არის ჩვენი მრწამსი და თუ გვინდა გვქონდეს პროგრესული სახელმწიფო, უნდა შევინარჩუნოთ ძველი და განვავითაროთ ახალი.

გილოცავთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ოჯახის სიწმინდე და ღირებულებები“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved