• რეკლამა
  • კონტაქტი
07:48, პარასკევი, 9 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თუკი ჩვენ ვემსახურებით განათლებას, ბრძოლის წინა ხაზზეც ჩვენ უნდა ვიყოთ! სასწავლო პროცესის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელება შეუძლებელია – მასწავლებლების მანიფესტი

ალია ავტორი - ალია
20:46 11-30-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
129

მასწავლებლების ნაწილი “ქართული ოცნების” ანტიდასავლურ, პრორუსულ და ძალადობრივ ქმედებებს გმობს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მანიფესტით მიმართავს.

“ჩვენ, საქართველოში არსებული საჯარო და კერძო სკოლების და არაფორმალური საგანმანათლებლო სივრცეების მასწავლებლები ვგმობთ ძალადობას ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ, მათზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას, დემონსტრანტების უკანონო დაკავებას. დღეს დუმილი ყველაზე დიდი დანაშაულია!

უკვე დიდი ხანია ჩვენს ქვეყანაში განათლებასთან დაკავშირებულ პრობლემებს უკანა პლანზე სწევს რეჟიმი, ასუსტებს, საკუთარი ინტერესების გასამყარებლად იყენებს და სისტემის პროპაგანდისტულ სქემაში რთავს მასწავლებლებს, ამ პირობებში, მასწავლებლების ხმა უნდა ისმოდეს ბევრად უფრო ხმამაღლა და მქუხარედ!

მხარს ვუჭერთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც ღიად აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას ამ უმნიშვნელოვანეს ბრძოლაში და წინააღმდეგობის მოძრაობაში ვდგავართ მათ გვერდით.

საქართველოს ევროპული კურსი ჩვენი ისტორიული არჩევანია, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, რომელიც ქვეყნის „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას“ შეეხება, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

ვთვლით, რომ დღეს მომავალი თაობების ევროპული მომავლის დაცვა სკოლაში მომუშავე თითოეული ადამიანის პირდაპირი მოვალეობა და უპირველესი ამოცანაა!

ვთხოვთ და მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს, დადგნენ ამ ბრძოლაში სწორ მხარეს, ჩვენივე მოსწავლეების ინტერესების დასაცავად.

თუკი ჩვენ ვემსახურებით განათლებას, ბრძოლის წინა ხაზზეც ჩვენ უნდა ვიყოთ!

მივიჩნევთ, რომ სასწავლო პროცესის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელება შეუძლებელია და ჩვენს ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს გამოვიყენებთ ქვეყნის მომავლისა და ჩვენი გამოხატვის თავისუფლების დასაცავად,” – წერია მანიფესტში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
ახალი ამბები

ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად

16:51 10-08-2026
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები – კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული – თიბისი
ახალი ამბები

მობაილბანკის სექტემბრის განახლებები – კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული – თიბისი

14:30 10-08-2026
თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა

13:56 10-08-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება

15:07 10-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved