• რეკლამა
  • კონტაქტი
15:39, შაბათი, 11 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თუ ვინმეს არ აწყობს მოსახლეობის მისვლა, არჩევნებზე ეს არის „ქართული ოცნება“ – ბადრი ჯაფარიძე

ალია ავტორი - ალია
12:17 10-16-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

„პრემიერ-მინისტრი, ერთი მხრივ, ამბობს, რომ არ გადაიდება არჩევნები. მეორე მხრივ, ქმნის მორიგ პანიკას, რომ იქნება ინფიცირების მზარდი რაოდენობა. ადამიანები ამ განცხადებამ, შესაძლოა, დააფრთხოს და არ მივიდნენ არჩევნებზე”, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბადრი ჯაფარიძემ პრემიერ-მინისტრის განცხადებების საპასუხოდ განაცხადა.
31 ოქტომბერს არჩევნებზე ადამიანების მაქსიმალური მონაწილეობა არის ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი და შესაძლებლობა, გამოვიყვანოთ ქვეყანა ჩიხიდან,  რომელშიც  „ქართულმა ოცნებამ“ შეიყვანა. 15 დღეში ქვეყანამ უნდა გააკეთოს არჩევანი, რომელიც დინამიური ცვლილებების შესაძლებლობას მოგვცემს.
ბადრი ჯაფარიძემ,  ასევე, ისაუბრა არსებულ ეპიდსიტუაციაზე და აღნიშნა, რომ ახლა ნებისმიერი შეზღუდვა იქნება ეკონომიკის დამანგრეველი.
„ჩვენი პოზიცია არის ნათელი – მთავრობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი უუნარობა და არაპროფესიონალიზმი პანდემიასთან გამკლავების პროცესში, როდესაც  სრულიად არაადეკვატურად,  კოვიდის 15-20 შემთხვევის დროს, შემოიღო დრაკონული ზომები და უზარმაზარი ზიანი მიაყენა ჩვენს ეკონომიკას.  ახლა,  როდესაც გვაქვს 900 შემთხვევა, ნებისმიერი შეზღუდვა იქნება ეკონომიკის სრული კრახი.ერთი მხრივ, პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ არ გადაიდება არჩევნები.  მეორე მხრივ, ამბობს, რომ იქნება ინფიცირების მზარდი რაოდენობა. ადამიანები ამ განცხადებამ შესაძლოა დააფრთხოს და ისინი არ მივიდნენ არჩევნებზე. ახლა მთავარია,  ჩვენს მოსახლეობას ვუთხრათ, რომ ყველანი უნდა მოვიდეთ 31 ოქტომბერს არჩევნებზე. აუცილებელია, ყველა რეკომენდაცია იყოს  გათვალისწინებული, ამ შემთხვევაში დაინფიცირების რისკი  მინუმამდე იქნება დაყვანილი. მთავარია გვესმოდეს, რომ თუ ვინმეს არ აწყობს მოსახლეობის მისვლა არჩევნებზე ეს არის „ქართული ოცნება“, მისი სპიკერები და ლიდერები. ნათელია, რომ მოსახლეობას გადაწყვეტილება მიღებული აქვს –  „ქართული ოცნება” დამარცხდება. მთავარი არის ის, რომ არ დაშინდეს მოსახლეობა პრემიერ-მინისტრის იმ  ტიპის განცხადებებით, რომ იქნება მზარდი შემთხვევები და ამ დროს ჩვენ არ გადავდებთ არჩევნებს. ჩვენ ამას მაქსიმალურად უნდა  დავუპირისპიროთ სიფრთხილე. დავიცვათ ყველა ის აუცილებელი  ზომა, რომელსაც ჩვენ მედიკოსები გვეუბნებიან იმისათვის, რომ გარანტირებული იყოს ადამიანების უსაფრთხოება. 31 ოქტომბერს ყველანი უნდა გამოვცხადდეთ არჩევნებზე, რომ ჩვენ დავიწყოთ იმ ვარდნის შეჩერება, რომელშიც შეგვიყვანა „ქართულმა ოცნებამ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved