„ქართული ოცნების“ პარლამენტის დეპუტატი მარიამ ლაშხი „ფორმულას“ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრიდან თანამშრომლების რეორგანიზაციის მიზეზით გათავისუფლებას ეხება, ასე ეხმაურება:
„რომელი თანამშრომლები, რომლებიც იძახდნენ, რომ რუსი ხელისუფლება არისო და ყველა ეს კამპანია? ისინი თუ იძახდნენ, მაშინ იმათ კითხეთ. ერთ-ერთ თანამშრომელზე მაქვს ინფორმაცია, რომელიც ამბობდა, რომ რუსი ჰყავს ხელისუფალი და ამ ხელისუფლებისგან ხელფასს იღებდა ისე, რომ თან სამსახურში არ დადიოდა. ყველა, ვინც თავისუფლდება, იმას აქვს შესაბამისი ახსნა-განმარტება, რატომ მოხდა მისი გათავისუფლება. თუ ვინმეს აქვს, ზოგადად ვიძახი, იმის განცდა, რომ რუსი არის ხელისუფალი, ამ რუსი ხელისუფალისგან არც ხელფასი არ უნდა აიღოს.“














კომენტარები