• რეკლამა
  • კონტაქტი
15:42, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თუ უკრაინა უნგრელი უმცირესობის მიმართ პოლიტიკას არ შეცვლის, ალბათ არ დავეხმარებით – უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ალია ავტორი - ალია
17:09 01-27-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს თქმით, თუ უკრაინა უნგრელი უმცირესობის მიმართ არ შეცვლის საკუთარ პოლიტიკას, ეს ბუდაპეშტის მიერ კიევისთვის დახმარების შესაძლებლობას შეზღუდავს, კონფლიქტის შემთხვევაშიც კი.

ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უნგრულ მედიასთან,  Magyar Nemzet-თან ისაუბრა.

“მე ევროკავშირისა და NATO-ს კოლეგებს გულწრფელად ვუთხარი, რომ თუ უკრაინელები არ შეცვლიან ამ პოლიტიკას [უნგრული ეთნიკური უმცირესობების მიმართ], ეს სერიოზულად შეზღუდავს უნგრეთის მთავრობის მიერ უკრაინისთვის ნებისმიერი მხარდაჭერის შესაძლებლობას, კონფლიქტის შემთხვევაშიც”, – თქვა სიიარტომ. 

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გასული წლის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის პრეზიდენტ ვიქტორ ორბანთან სატელეფონო საუბრის შემდეგ “ძალიან დადებითად აღწერა მომავალი ორმხრივი ურთიერთობა, ამის შემდეგ კი უკრაინის პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ორმაგი მოქალაქეობა არ იძლევა სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებას”.

“ეს ნიშნავს, რომ მას სურს უნგრელები თითქმის მთლიანად გამორიცხოს ეროვნულ თემებში კუთვნილებისგან. მოვიყვან სხვა მაგალითს: უკრაინელებმა მოგვმართეს თხოვნით, უკრაინისთვის ბუნებრივი აირი უნგრეთის გავლით მიგვეწოდებინა. ამას დავთანხმდით, წლის პირველ სამ თვეში შესაძლებელი გახდა უნგრეთის გავლით უკრაინაში შესულიყო 700 მილიონი კუბური მეტრის ბუნებრივი აირი, რაც დასავლეთიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იმპორტია. ამის პარალელურად, უნგრულ ეროვნულ საზოგადოებასთან დაკავშირებულ საკითხებში პროგრესს ვერ მიაღწიეს”, – ამბობს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. 

უკრაინაში დაახლოებით 150 000-მდე უკრაინელი უნგრელი ცხოვრობს. მათი უმეტესობის საცხოვრებელი რეგიონი იმიერკარპატებია.

ამას გარდა, გასულ დღეებში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზეც ისაუბრა. 

“თუ სანქციებს განვიხილავთ, უნდა ვაღიაროთ, რომ ცენტრალური ევროპა დამოკიდებულია რუსეთის ენერგორესურსებზე. მოგვწონს თუ არა, ეს რეალობაა”, – თქვა სიიარტომ. 

წყარო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved