• რეკლამა
  • კონტაქტი
10:56, სამშაბათი, 21 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თუ ცუდი არაფერი მომხდარა რუსული არმიისთვის და ყველაფერი კარგად აქვთ, აბა, პუტინმა ეს რატომ გააკეთა?!“ – სოსო ცინცაძე

ალია ავტორი - ალია
20:45 09-03-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
17,473

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, სოსო ცინცაძე.

– ბატონო სოსო, უკრაინის არმიამ კონტრშეტევითი ოპერაციები განახორციელა ხერსონისა და დონბასის მიმართულებით, გარკვეული წარმატებაც ჰქონდათ და რამდენიმე დასახლებული პუნქტიც დაიბრუნეს. რუსული პროპაგანდა და ქართველი რუსეთუმეები კი ერთხმად აცხადებენ, რომ უკრაინის კონტრშეტევას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია და პირიქით, უკრაინის ჯარს იქით შეექმნა პრობლემები. აი, ეს აბსურდი, შავის თეთრად წარმოჩენა რას ემსახურება? ინტერნეტის ეპოქაა, შუ საუკუნეებში ხომ არ ვცხოვრობთ, რომ სიმართლე ორი თვის მერე შევიტყოთ?

– ბრიტანეთის დაზვერვამ მტკიცებითი ფორმით განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ომში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებს ჩამოაცილა თავდაცვის მინისტრი, სერგეი  შოიგუ და ფრონტზე მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას, უშუალოდ ოპერაციების ხელმძღვანელებისგან იღებს. ეს მოხდა უკრაინელთა კონტრშეტევების შემდეგ. თუ ამ კონტრშეტევებს უკრაინელთათვის შედეგი არ მოჰყოლია, თუ რუსეთმა ცოცხალი ძალისა და ტექნიკის სერიოზული ზარალი არ განიცადა და უკრაინელებმა არ დაიბრუნეს, მინიმუმ, ოთხი დასახლებული პუნქტი ხერსონთან, მაშინ რატომ ჩააჩოჩა შოიგუ პუტინმა? თუ  ცუდი არაფერი მომხდარა რუსული არმიისთვის და მათ კონტრშეტევა მოიგერიეს, შოიგუსთვის მადლობა უნდა ეთქვა და ორდენი თუ არა, მედალი მაინც უნდა მიეცა. კი, უკრაინის კონტრშეტევა წარმატებული იყო, შოიგუ ამის გამო, ფორმალურად იკავებს მინისტრის პოსტს და ამბობენ, რომ პუტინი მალე გადააყენებს. უკრაინის ომს, რუსეთის წარუმატებელ ოპერაციებს, გენშტაბის უფროსი, ვალერი გერასიმოვის გავლენა შეეწირა – ისიც ფორმალურად ზის ამ პოსტზე და არავინ არაფერს ეკითხება. რუსული პროპაგანდა და ჩვენი რუსეთის მომხრეები, ხალხს უკეთებენ გულს, სხვა არაფერი გამოდის მათი ლაპარაკიდან. ესეც დროებითია. ჯერ ერთი, ვისაც სიმართლის გაგება უნდა, ის იგებს. მეორეც, შენი თქმისა არ იყოს, ინტერნეტის ეპოქაში სიმართლე დიდხანს ვერ დაიმალება. კი, ბევრს უკრაინული მხარეც აზვიადებს, ომში ყოველთვის ასე ხდება, მაგრამ ტყუილი ლოგიკას ხომ უნდა ექვემდებარებოდეს, რომ დამაჯერებელი იყოს? პუტინმა შოიგუ, ფაქტიურად, მოხსნა უკრაინელთა კონტრშეტევებიდან 3 დღეში და აქედან ხომ უნდა დაასკვნა, რომ ის კონტრშეტევები წარმატებული იყო და შოიგუს კრახი ამ ამბებთან იყო დაკავშირებული? გარდა მაგისა, სხვა, მიუკერძოებელი წყაროებიც იმავეს ამბობენ და მეტი რაღა საფუძველია საჭირო, რომ ეს სიმართლე დაიჯერო? თუმცა, ხერსონის აღება რთული საქმე იქნება უკრაინელებისთვის, რუსებმა თავდაცვის სამი რკალი შემოარტყეს ხერსონს და აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ შეტევისას სამჯერ მეტ ცოცხალ ძალას კარგავ, ვიდრე თავდაცვისას. სადაც 1 რუსი ჯარისკაცი იღუპება, იქ 3 უკრაინელი კვდება. ასეთია  ამ კონტრშეტევების სტატისტიკა და ეს ყველა ომში მუშაობს. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ რამდენიმე უკრაინელმა გენერალმა განაცხადა, რომ ეს კონტრშეტევები არ იყო, ეს იყო სრულფასოვანი კონტრშეტევების მოსამზადებელი ოპერაციები. უკრაინას რომ აქტიურობა უნდა დაეწყო აგვისტოში, ამას მარტში აცხადებდნენ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი, ოლეკსი დანილოვი და სხვები. ვერ ვიტყვი, რომ ფრონტზე გარდატეხა მოხდა, მაგრამ უკრაინის გააქტიურება იმის ნიშანია, რომ მალე სერიოზულ კონტრშეტევებს განახორციელებს მათი ჯარი. ჯერჯერობით, რუსეთი უტევს, უკრაინა წარმატებით იცავს თავს და დიდ ზიანს აყენებს რუსეთს. მე არ გამოვრიცხავ, რომ ხერსონი დაიბრუნოს უკრაინამ, მაგრამ დონბასის დაბრუნება ძალიან გაუჭირდება. ერთ მნიშვნელოვან დეტალზე მინდა გავამახვილო ყურადღება. მთელი დასავლეთი ვარაუდობდა, რომ რუსეთს მალე გამოელეოდა საარტილერიო ჭურვები და რაკეტები. ასე არ მოხდა. ფაქტია, რუსეთს მათი იმაზე მეტი მარაგი აქვს, ვიდრე ელოდნენ და ეს ნატო-ს და ამერიკის სამხედრო დაზვერვის სერიოზული ჩავარდნაა. ერთი, რაზედაც შემიძლია დაზუსტებით ვთქვა, რომ რუსეთს უკვე დეფიციტი აქვს, ეს არის ძალზე ეფექტური, საკრუიზო ფრთოსანი რაკეტა „კოლიბრი“, რომელსაც იშვიათად იყენებენ. „კოლიბრით“ არის შეიარაღებული რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 4 გემი, თითოს 38 ასეთი რაკეტა აქვს დამონტაჟებული  და მიუხედავად ხერსონსა და ყირიმში რუსეთისთვის სასურველი მოვლენებისა, არც ერთი „კოლიბრი“ არ გამოუყენებიათ. თითო 3-დან 5 მილიონამდე ჯდება. ჩვეულებრივი შეიარაღება, რა ვიცი, რუსეთს ეტყობა, გამოულეველი აქვს.

თეგები: სოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სიმსივნიანი პაციენტები წამალს ვერ ვიღებთ”; “მარტოხელა პენსიონერს, კვლევა არ დამიფინანსეთ”; “37 წლის, 2 შვილის მამამ სამსახური ვერ ვიშოვნე” – წერილები მერს
ახალი ამბები

“სიმსივნიანი პაციენტები წამალს ვერ ვიღებთ”; “მარტოხელა პენსიონერს, კვლევა არ დამიფინანსეთ”; “37 წლის, 2 შვილის მამამ სამსახური ვერ ვიშოვნე” – წერილები მერს

17:33 10-20-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

რატომ არის მაგნიტო–რეზონანსული ტომოგრაფია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი თანამედროვე მედიცინაში?
ახალი ამბები

რატომ არის მაგნიტო–რეზონანსული ტომოგრაფია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი თანამედროვე მედიცინაში?

18:07 10-20-2025
თიბისის მხარდაჭერით, ბაკურციხეში “ასკანელის” ქარხანა გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბაკურციხეში “ასკანელის” ქარხანა გაიხსნა

15:38 10-20-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში

18:12 10-17-2025
თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო

16:25 10-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved