დიპლომატი, ზურაბ ფარჯიანი:
ამ უწყების მაკოორდინერებელი და მაკონტროლებელი უწყებაც შექმენით, ხარჯი ხარჯია.
აი ამაზე უაზრო გადაწყვეტილება თუ რამე გამეგოს.
თუ შსს თავის საქმეს კარგად აკეთებს;
თუ სუს-ი თავის საქმეს კარგად აკეთებს;
თუ თავდაცვა თავის საქმეს კარგად აკეთებს;
თუ არსებობს უშიშროების/უსაფრთხოების საბჭო;
რა მაკოორდინირებელი უნდა აგიტყდეს?
თუ სხვა ვერსად დაასაქმე ამხელა გენერალ-მაიორი კაცი, ან მრჩევლად დანიშნე, ან პირდაპირ გენერალისიმუსის პენსია მიეცი.
ესაა ხალხნო “მახათის ტრიალის” უძველესი ხელოვნებისა და ბიუჯეტის ფლანგვის ნიმუში.
მაგრამ რაში აინტერესებთ ამათ ბიუჯეტის ფული?! არ აინტერესებთ.
ბიუჯეტზე ზრუნვა მხოლოდ მაშინ უტყდებათ, თუ ღმერთმა არ ქნას და ან დიუშენის სინდრომით ავადმყოფ ბავშვებს უნდა დაეხმარონ, ან აქონდროპლაზიით, ან სხვა რამით .
იხარე ერო – დიდება პარტიას! დიდება ბელადს!
















კომენტარები