• რეკლამა
  • კონტაქტი
21:42, ორშაბათი, 3 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ სახლში არ დავრჩით დაგვიდგება დღე, როცა დახრჩობას დავიწყებთ და ექიმი ვერ მოვა”

ალია ავტორი - ალია
22:46 03-30-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, სოციალურ ქსელში, წერს:

“დაიწყო ვირუსის შიდაგადაცემა და ამ ეტაპზე, თუ მართლაც სახლში არ დავრჩით და ამ გზით არ შევაფერხეთ ვირუსის გავრცელება, დაგვიდგება დღე, როდესაც ბევრ ჩვენგანს სუნთქვა გაგვიძნელდება, დახრჩობას დავიწყებთ და ექიმი ვერ მოვა, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი იქნება ანალოგიურ მდგომარეობაში.

ან თუ მივაღწიეთ ექიმამდე, შესაძლოა სუნთქვის თავისუფალი აპარატი აღარ იყოს და გავიგუდოთ! სწორედ ასე ხდებოდა და ხდება რიგ ქვეყნებში ვირუსის გავრცელების პიკის დროს.

დღეს საქართველოში საშუალოდ 5-6 ადამიანი ინფიცირდება ვირუსით და ყოველდღიურად უკვე 15 ინფიცირებულის დამატებას ვეღარც გაუძლებს ჩვენი ჰოსპიტალური სისტემა, ვერ გასწვდება მედ-პერსონალი, არადა, თუ ვირუისის გავრცელებამ იფეთქა, დღეში, შესაძლოა 50 ინფიცირებულზე მეტიც იყოს.

კარგად მესმის რა მძიმეცაა ემოციურად სახლში გამოკეტვა, მეტიც, კიდევ უფრო კარგად მესმის რა რთულია ეს, როდესაც ამ სახლში დარჩენით, წყდები იმ სამუშაოს, რომლითაც ლუკმა-პურს შოულობ და არჩენ ოჯახს.

მივმართავ მთავრობას, თქვენ მიიწერეთ, ჩაიწერეთ, ზედ წაიწერეთ, ოღონდ კი რამეში დაეხმარეთ ხალხს! იმ ფორმით არ გინდათ, რაც ჩვენ შემოგთავაზეთ? თქვენ გამოძებნეთ ფორმა და იმ ფორმით დაეხმარეთ ფინანსურად, შეეხიდეთ!

საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერება, ცხადია, ხელს შეუწყობს მოქალაქეების სახლში დარჩენას, მაგრამ, ისიც ხომ ფაქტია, რომ ცხოვრებას გაურთულებს იმ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ იმ სასიცოცხლო ობიექტებზე, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას? იზრუნებს ვინმე მათ ტრანსპორტირებაზე?
იგივე მედ-პერსონალის, აფთიაქების, სუპერ-მარკეტების თანამშრომლების გადაადგილებაზე? ეს კომპანიების, უწყებების კეთილ ნებაზე იქნება მიშვებული თუ სახელმწიფო მკაცრად ავალდებულებს მათ?

კითხვის ნიშნები გააჩინა ე.წ. კომენდატის საათმა, მთავრობამ მკაფიოდ უნდა ახსნას, რას ემსახურება 21 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილების აკრძალვა?!

ყველამ ხომ კარგად ვიცით, რა დროს და სად იმართება ხსენებულ საათებში შეკრებები?! ეყოს გამბედაობა მთავრობას და თქვას, რომ მოახლოებული რელიგიური დღესასწაულები საფრთხეს უქმნის ჩვენ უსაფრთხოებას.

მოკლედ, ერთად უნდა დავდგეთ დიდი განსაცდელის თავიდან ასარიდებლად, ეს ერთად დგომა კი, არც მეტი, არც ნაკლები, ცალ-ცალკე გარკვეულ მანიძილზე დგომასა და შინ დარჩენაშია.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved