• რეკლამა
  • კონტაქტი
21:22, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თუ რუსეთში გინდათ წასვლა, წადით და ამ ქვეყანას დაანებეთ თავი! – ვაშაძე

ალია ავტორი - ალია
12:17 08-16-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
661

თუ რუსეთში გინდათ წასვლა, წადით და ამ ქვეყანას დაანებეთ თავი! – „ქართული ოცნება“ თავისი ტროლ-ბოტებით წარსულს უნდა ჩავაბაროთ, – ასე გამოეხმაურა “ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე Meta-ს გადაწყვეტილებას, კომპანიის პლატფორმებიდან სამხრეთ კავკასიაში მოქმედი რუსული ქსელების წაშლას.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ქვეყანაში რეალური პრობლემების მოგვარების მაგივრად, რუსეთის მხარდაჭერით საქართველოში ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.

„წარმოუდგენელ რეალობაში ვცხოვრობთ, მთავრობა რომელიც დასაქმებაზე, ფასების დაწევაზე, ემიგრაციისა და შობადობის უმძიმეს პრობლემაზე უნდა ზრუნავდეს, თურმე რით არის დაკავებული. გუშინ 76 „ფეისბუქ“ ანგარიში, 30 „ფეისბუქ“ გვერდი და 11 „ინსტაგრამ“ ანგარიში წაიშალა, რომელიც რუსეთიდან იმართებოდა, „რუსული კანონის“ მხარდასაჭერად. ანუ „ქართული ოცნების“ პროპაგანდის მხარდასაჭერად რუსეთში შექმნილია მთელი სისტემები, რომლებიც მათ ეხმარებიან ყალბი ინფორმაციის საქართველოში გასავრცელებლად. 77 ათასი დოლარია დახარჯული ამ კონკრეტულ სიტუაციაში, რუსეთიდან იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ სიყალბის გავრცელებაში დაეხმარონ. იმ სიცრუის ტირაჟი ხომ აღარ გყოფნით რასაც აქ აკეთებთ, ტროლებისა და ბოტების ქარხანა გაქვთ აწყობილი და ყალბ რეალობას ქმნით საქართველოში. ესეც არ გყოფნით და ახლა მხარდასაჭერად რუსები გამოიძახეთ, რომ ცრუ ინფორმაცია მიაწოდოთ ხალხს? ეს არის თქვენი სახე? ეს არის ხალხზე ზრუნვა? რატომ არ გადიხართ ქუჩაში, რომ ადამიანებს ჰკითხოთ თუ სად არის რეალურად პრობლემა?

რამდენი მტკიცებულება უნდა ავიღოთ, თქვენი რუსეთთან კავშირების დასამტკიცებლად. პირდაპირ სახელმძღვანელოებს იღებთ რუსეთის სამსახურებისგან. მტრად აცხადებთ ევროპასა და ამერიკას, შეაჩერეთ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, მძიმე დარტყმა მიაყენეთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და აქეთ თურმე ყალბი ანგარიშები გაქვთ რუსეთში და იქიდან ხარჯავთ საქართველოში ფულს, რომ ადამიანები შეცდომაში შეიყვანოთ და რეალობა გააყალბოთ. ვფიქრობ, რომ 26 ოქტომბერი ამ სიყალბის დასრულების დღეა და საქართველომ უნდა დაიწყოს ევროკავშირისკენ განვითარება, ამისთვის წინსვლა და ერთიანობა გვჭირდება, ინვესტიციების მოზიდვა, ის 14 მილიარდი ევრო რასაც ევროპელები გვთავაზობენ უნდა მოვიტანოთ, რომ წავიდეთ წინ. „ქართული ოცნება“ თავისი ტროლ-ბოტებით წარსულს უნდა ჩავაბაროთ! თუ რუსეთში გინდათ წასვლა წადით და ამ ქვეყანას დაანებეთ თავი!“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved