ჟურნალისტი, ,,კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი თავის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება და აზუსტებს:
,,უიმე, ქოცებს დიდი შტურმი გაუმართავთ სოცქსელებში ინფორმაციებზე და ქარდებზე, სადაც მე ვამბობ, რომ კობახიძე ივანიშვილმა შეკვეთილში დაიბარა. თქვე საცოდავო ჩლუნგებო, თქვენთვის ერთი პატარა ჭუჭრუტანა აქვთ გამოჭრილი მარტო თქვენს პატრონებს და თქვენ რაც უნდათ, რომ დაგანახონ, მარტო იმას შემოყოფენხოლმე იმ ჭუჭრუტანაში.
თუ რამეზე ვამბობ, რომ ვიცი, ესეიგი ვიცი. აი,თქვენ რომ გაიგებთ სინამდვილეში რა ხდება, უკვე ძალიან გვიან იქნება. აბა გაიხსენეთ თქვე საცოდავებო, რამდენ პრემიერზე აღგავლენინათ ლოცვები ბიძინათქვენმა და მერე დაგტოვათ სასაცილო მდგომარეობაში?“
,,ივანიშვილმა, რომელიც გადაფსიხებულია, კობახიძე შეკვეთილში დაიბარა“ – ნინო ჯანგირაშვილი














კომენტარები