„თუ პაციენტს კორონავირუსი „პისიარ“ ტესტითაც არ დაუდასტურდება, თუმცა სიმპტომები აქვს, ექიმი ისე უნდა მოიქცეს, როგორც კოვიდპაციენტთან.“ – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„სწრაფი ტესტები ზოგ შემთხვევაში, ძირითადად დაავადების პირველ დღეს, შემთხვევათა მცირე ნაწილში „ომიკრონს“ ვერ იჭერს. ამიტომ უპირატესობა ენიჭება „პისიარ“ ტესტს. ყველა პაციენტმა, ვისაც სიმპტომი აქვს, თუნდაც რეალურად კოვიდი არ ჰქონდეს და ჰქონდეს რომელიმე გაციებითი რესპირატორული დაავადება, აუცილებლად უნდა გაიკეთოს სწრაფი ტესტი, ხოლო თუ საეჭვოა და სიმპტომები აქვს, ასეთ პაციენტს აუცილებლად ამისამართებენ “პისიარ” ტესტზე. სწრაფი ტესტი კი დაავადების მეორე-მესამე დღეს როგორც წესი, აფიქსირებს“, – ამბობს ცერცვაძე.














კომენტარები