ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა მოსახლეობას რეკომენდაციების შესრულებას კიდევ ერთხელ სთხოვს და აღნიშნავს, რომ მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა.
„ბოლო დღეების სტატისტიკიდან გამომდინარე მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა, მინდა ვთხოვო მოსახლეობას, რომ დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებულ რეკომენდაციებს, რაც საშუალებას მოგვცემს, მაქსიმალურად მოხერხდეს ეპიდსიტუაციის დასტაბილურება და თუ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნება“
კომენტარები