• რეკლამა
  • კონტაქტი
11:51, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თუ მასიური ზრდა იქნება, შესაძლოა, ბინაზე მკურნალობაზეც გადავიდეთ – თენგიზ ცერცვაძე

ალია ავტორი - ალია
11:38 04-26-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

ამ ეტაპზე ქვეყანას აქვს 600 საწოლი და შეუძლია, რომ ყველა პაციენტს ჰქონდეს ინდივიდუალური მომსახურება სამედიცინო პერსონალის მხრიდან. თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, პაციენტების მკვეთრი ზრდის შემთხვევაში არის გეგმა იმისთვისაც, რომ მობილიზდეს 10 ათასი საწოლი და მსუბუქ პაციენტებს ბინაზე უმკურნალონ.

„დღეს არსებული 11 კლინიკის ფონდი არის 600 საწოლი – ერთ ამდენს კიდევ გავუძლებთ გაფართოების გარეშე. ამის შემდეგ არის გეგმა, რომ საქართველო უპრობლემოდ შეძლებს 2000-მდე საწოლის მობილიზებას, ექსტრემალურ მდგომარეობაში კი გვპირდებიან 10 ათას საწოლს. არ ვიცი, 10 ათასის მობილიზება როგორ მოხდება, მაგრამ 2 000-მდე როგორ მობილიზდება, ნათელია ჩემთვისაც, მიუხედავად იმისა, რომ ეს სამინისტროს კომპეტენციაა.

უპრობლემოდ გაძლება ნიშნავს, რომ ყველა პაციენტი არის ინდივიდუალური მოვლის ქვეშ – ჩვენთან 8 საათში ყველაფერი უკეთდება, როცა აშშ-ში კვირები სჭირდება. ექვსასი საწოლის ზემოთ ასეთი რესურსი არ იქნება საკმარისი. თუ გაიზრდება ამაზე მეტად პაციენტების რაოდენობა, გადავალთ დასავლურ მოდელზე – შეიძლება ბინაზე მკურნალობაც დადგეს მსუბუქ და უსიმპტომო პაციენტებთან, თუ იქნება მასიური ზრდა და იქნება ასეულობით ზრდა”, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა „ფორმულას“ ეთერში.

ინფექციონისტები კორონავირუსის გავრცელების პიკს აპრილის ბოლოს ელოდებიან, შემდეგ ორკვირიან პლატოს, რის შემდეგაც კლება დაიწყება.

„ჩვენ ვამბობდით, რომ 2-3 კვირაში იქნებოდა პიკი. ეს მართლდება, პიკს მოველით თვის ბოლოს. შემდეგ ველოდებით პლატოს, ორკვირიანი ალბათ და მერე წავა დაღმავალი გზით, რამდენი იქნება პიკის მომენტში – ეს ძნელი სათქმელია, მაგრამ ჩემი აზრით, ამ ტემპებიდან გამომდინარე, არ იქნება დრამატული მომატება, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ათას შემთხვევას არ უნდა გადასცდეს”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved