• რეკლამა
  • კონტაქტი
12:16, სამშაბათი, 24 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,თუ მაგრები ხართ, იქამდე გაიფიცეთ, სანამ ეს ხელისუფლება არ შეიცვლება… აა, ფულის დაკარგვა არ გინდათ? ფულის მონები ხართ და მაგიტომ“ – დაჩი ცაგურია

ალია ავტორი - ალია
00:58 01-16-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
11,085

დაჩი ცაგურიამ გადაცემაში „იმედი Live“ განცხადა:

„ყველა დაპირისპირებაში წინ პატარა გოგოებს და ბიჭებს აყენებენ, არღვევინებენ კანონს, ახალისებენ, მერე დგანან და მოთქვამენ. ის 250 მლნ დოლარი რომ არის შემოსული და რომ ჩაიკეცეს ჯიბეებში, ამ ბავშვებს რომ 1000-1000 ლარს მიუგდებენ, პატიმრებს ბარათზე რომ 500-500 ლარს ურიცხავენ და ვითომ მათზე ზრუნავენ – მეგობრებო, თქვენზე ესენი ფულს შოულობენ. დიდი ფული იშოვეს და კიდევ იშოვიან. დღეს ვითომ გაფიცვა რომ ჰქონდათ, მეცინება – ამ ხალხს 90-იანი წლებიდან ვიცნობთ, ჩემო პატარა დებო და ძმებო, ესენი ლარის გულისთვის თვალს გამოგთხრიან. ხუთწუთიანი გაფიცვა ჩაატარეს რომ ფული არ დაკარგონ. თუ ასეთი პრინციპულები და მაგრები ხართ, იქამდე გაიფიცეთ, სანამ ეს ხელისუფლება არ შეიცვლება. რატომ აქამდე არ იფიცებით? აა, ფულის დაკარგვა არ გინდათ? ფულის მონები ხართ და მაგიტომ, ქუჩაში მაგიტომ დარბიხართ და ამ ბავშვებსაც იმიტომ დაარბენინებთ, რომ მეტი მაყუთი იშოვოთ. გამკვირვებია, ამ ხალხს ნამუსი არ აქვს, თავისივე შემოსავლები დათვალონ, ვინ არიან ეს გაუმაძღრები – „თეგეტადან“ დაწყებული, გინდა „პე ეს პე“, „კოკა კოლა“ და ა.შ., მათი შემოსავალი რამდენი იყო 2012 წლამდე და დღეს რამდენია? რამდენი ჰქონდათ მოგება. თქვენ რომ დაგაყენეს ქუჩაში ჩემო თანამოქალაქეებო, ამ კომპანიების რიგითო თანამშრომლებო, მოსთხოვეთ ამ კომპანიებს, ამოიღეთ მათი ყოველწლიური ანგარიშები – რამდენი ჰქონდათ 2012 წლამდე შემოსავლები და ახლა რამდენი აქვთ. რით ვერ გაძღნენ? ამ მშვიდობამ მოგვიტანა ეგ თქვენი შემოსავლები და მოგებები, ასტრალში რომ გახვედით. უკრაინაში რატომ ვერ გადიან კომპანიები მილიარდიან მოგებებზე? დააფასე რა, რაც მიიღე. გადაფარებული რომ არის ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაზე, შვილები, ოჯახი დავუსანქციროთო რომ არის ერთი ამბავი ატეხილი, ამ ადამიანმა და მისმა ხელისუფლებამ მოგიტანათ მშვიდობა, ეს შემოსავლები გაზრდილი მოგებები. კაცმა, თემურ ჭყონიამ რუსეთის ბაზარი დაიპყრო, და აქ მე და შენ ვართ პრორუსები?!“

თეგები: დაჩი ცაგურია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი

12:04 02-24-2026
სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს
ახალი ამბები

სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს

18:05 02-23-2026
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა – სადამდე გამყარდება ლარი?

16:59 02-23-2026
როგორ ისწავლო 7 000 ინგლისური სიტყვა ზუსტად 10 წუთში და რა ნიშნებით შეარჩიო პროფესიონალი მასწავლებელი
ახალი ამბები

როგორ ისწავლო 7 000 ინგლისური სიტყვა ზუსტად 10 წუთში და რა ნიშნებით შეარჩიო პროფესიონალი მასწავლებელი

15:09 02-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved