• რეკლამა
  • კონტაქტი
12:18, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ კოვიდის აფეთქება მოხდება, ეს იქნება რიგითი ადამიანების ბრალიო – ესაა ამ მესიჯების იდეა”

ალია ავტორი - ალია
00:58 09-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“კორონავირუსის შემთხვევების ზრდასთან ერთად სულ უფრო ხშირად გაისმის სპეციალისტების მხრიდან დაახლოებით ამ შინაარსის ფრაზა, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, საქართველომ კორონავირუსთან ბრძოლაში საუკეთესო შედეგი დადო და ახლა სიტუაცია იმაზეა დამოკიდებული, როგორ მოიქცევიან ცალკეული მოქალაქეები, და რომ შემთხვევათა მატება იმის ბრალია, რომ ადამიანები არ იცავენ რეგულაციებს.

ანუ, მოკლედ, რომ ვთქვათ, ამ მესიჯების იდეა ის არის, რომ თუ კოვიდის აფეთქება მოხდება, ეს იქნება რიგითი ადამიანების ბრალი, თორემ შესაბამისმა უწყებებმა ყველაფერი გააკეთეს.

ცოტა არ იყოს, არ მომწონს ეს პათოსი და ამ პასუხისმგებლობის სრულად დაკისრება მოსახლეობაზე. საქმე იმაშია, რომ ტაქტიკა და პრევენციული ღონისძიებები მაშინ შეიძლება ჩაითვალოს სწორად და ეფექტურად, თუ ისინი ზუსტად იმ კონტექსტზე და რეალობაზეა მორგებული, რომელიც არსებობს. ისედაც ხომ მოსალოდნელი იყო და მეც ხშირად ვიმეორებდი ხოლმე, რომ შეუძლებელია ადამიანებმა განუსაზღვრელად დიდხანს დაიცვან რეგულაციები. ამიტომ იმდენად მოზომილი უნდა იყოს, რომ რაღაც მომენტში ყელში არ ამოუვიდეს ხალხს, სრულად არ თქვან უარი წესების დაცვაზე ზუსტად ყველაზე საჭირო მომენტში და მერე არ გაგვიხდეს საძახებელი, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ახლა თავში ქვა გიხლიათ, რაც დაგემართებათ თქვენი ბრალიაო.

ნამდვილად გვქონდა შესანიშნავი სტატისტიკა, იმედია ასეც გაგრძელდება, მაგრამ თუ შემთხვევათა აღმავლობა იქნება, ეს ხალხის ბრალი არ იქნება. უბრალოდ, ეს დაამტკიცებს იმას, რომ რაც არ უნდა ჩავკეტოთ ყველაფერი, ადრე თუ გვიან გახსნა მოგვიწევს და თუ ამ დროისთვის ვაქცინა არ იქნება, ზუსტად ამ გახსნის მომენტში ვეღარ შევაკავებთ შემთხვევებს. ასევე, როდესაც ვამბობთ, რომ ევროპის ქვეყნებს და აშშ-ს ვაჯობეთ ინფექციის მართვაში, იქნებ იმაზეც ვიფიქროთ, რომ იმ ქვეყნებს, სადაც ჩვენზე ბევრჯერ უკეთესი ჯანდაცვა აქვთ, ცოტა ნაფიქრი ექნებოდათ, ასეთი ტოტალური ჩაკეტვა ღირს თუ არა, და რისკები და სარგებელიც ცოტა აწონილ-დაწონილი.

როგორ დავიჯერო, რომ ჩვენ ექსკლუზიურად მივხვდით, რომ მკაცრი კარანტინი კარგია და იმათ გაუჭირდათ ამის მიხვედრა და რაც დაემართათ, ამიტომ დაემართათ. თუმცა, რა თქმა უნდა, იქაც ბევრი პრობლემა აქვთ და ჩაკეტვა-გახსნის გადაწყვეტილებები არა მარტო ჩვენთან, სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის განვითარებულ სამყაროში, ხშირად ცოტა ქაოსურად და სპონტანურად მიიღება. როდესაც რეგულაციებს ვასუსტებთ, ისიც უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ ადამიანები ამით ისარგებლებენ.

სახლში თვეობით ჩაკეტილმა ადამიანმა ზაფხულში დასვენება და კაფეში შესვლა თუ გადაწყვიტა, როგორ უნდა დათვალოს, ამ სივრცეში უკვე 99 ადამიანია და მე-100 არ ვიყოო, არ ვიცი. ამიტომ ცოტა გამაღიზიანებელია ფეისბუქზე იმ ხალხის შეჩვენება, ვინც ამ ადგილებში დადის. სპეციალისტები (ჩემი ჩათვლით) მოვუწოდებთ ხალხს, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს და ეს სწორი მოწოდებაა, მაგრამ ისევ და ისევ, გაურკვევლობას და ორაზროვნებას ქმნის, სად და ვისთვის შეიძლება თავშეყრა და ვისთვის არა?

ეს, სხვათა შორის, იმ ექიმებსაც ეხება, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ ჩაქვში წასვლით და რატომღაც ახლა ყველა მათ ეჩხუბება ფეისბუქზე. თუ არ უნდა წასულიყვნენ, მაშინ შესაბამის რეგულაციას ამისი უფლება არ უნდა მიეცა. ისე, არა მგონია ოთხასივე ექიმი ერთად შეკრებილიყო, კონფერენციას ცალკეული სექციები აქვს ხოლმე (მიკერძოებაში ნუ ჩამომართმევთ, მე ან ჩემი რომელიმე თანამშრომელი ჩაქვში არ ყოფილა, უბრალოდ მგონია, რომ იქ მყოფ ექიმებს უსამართლოდ აკრიტიკებენ და ექიმებსაც აქვთ მოდუნების უფლება).

მოკლე შინაარსი ის არის, რომ საერთო და კონკრეტული ხაზი უნდა გვქონდეს, მკაფიოდ განსაზღვრული რეგულაციებით, სადაც ადამიანური სისუსტეებიც გათვალისწინებული იქნება და ეკონომიკაც. რაღაც გაურკვეველი და შუალედური ვარიანტები და ადამიანების თვითშეგნების იმედად დარჩენა არ გამოდის. ან ისევ ყველაფრის ჩაკეტვის და იზოლაციის ტაქტიკას ვირჩევთ (პირადად მე ამ არჩევანს არ ვემხრობი), ან შესუსტებულ რეგულაციებს, ოღონდ ვაი-ვიშის და ცალკეული ადამიანების შეჩვენების და ნამუსზე შეგდების გარეშე და ბოლოსდაბოლოს ვეგუებით გაზრდილ სტატისტიკასაც.”

თეგები: მაია ბუწაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved