• რეკლამა
  • კონტაქტი
10:23, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ კარვების დადგმას აპირებ, რამდენიმე ასეული უნდა გყავდეს უწყვეტ გუშაგად” – მეგი გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
00:04 11-02-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,296

ყოფილი პარლამენტარი, მეგი გოცირიძე:

19 წლისაც არ ვიყავი 9 აპრილს, 33 წლის ვიყავი ვარდების რევოლუციის დროს და 34 წლის -აჭარის რევოლუციისას…
12 წელია ამ ნაძირალა რეჟიმს ვებრძვი, უკანა ხაზში არასოდეს ვმდგარვარ ბრძოლაში, ვარდების რევოლუცია ერთ თვეში არ მომხდარა , იქამდე- წელიწადზე მეტი ვარყიეთ ის ძირგამომპალი რეჟიმი, დავრბოდით სასამართლოებში, ვკეტავდით ქუჩებს, ეძიკას თავს ვესხმოდით ყველგან, სადაც გამოჩნდებოდა, მუხადგვერდიდან გამოვაგდეთ მე და ჩემმა 5 დაქალმა, ყველა 50+ იყო და 4 საათი საფლავებს შორის ვიმალებოდით , რომ მის დაცვას არ გამოვეგდეთ სოხუმის დაცემის დღეს…. ამ გარეწრებს ვებრძვით 12 წელია, მე 50+ ვარ ამასობაში და ისინი 70+ (ერთი გამოგვაკლდა, ერთი ემიგრაციაშია) ქოცებთან ბრძოლაში შესულებს ეგრევე დაგვემატა 50+ ახალი მეგობრები , ახლა უკვე 60+ რომ არიან . ორი 80+ არის  მაშინ გაცილებით ჯანმრთელები იყვნენ ზოგადად ადამიანები, ახლა ასე არაა, მაგრამ ეს არაფერი,” სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა, სიკვდილი სახელოვანი”

ჰოდა, იმის თქმა მინდა- კი, არჩევნებით რუსები რომ არ მიდიან ვიცოდი, მაგრამ არჩევნების გარეშე , რომ არავინ დაგვიდგებოდა გარედან გვერდით, ესეც ვიცოდი და თუკი რამის არ მეშინია, მიუხედავად ამ სისხლისმსმელი თვალთხარიების, ეს არის ქუჩა , ოღონდ იმ შემთხვევაში , როცა სწორად არის ორგანიზებული, თორემ წაგართმევენ იმ კარვებს, ამოგკრავენ ერთ-ორ პანჩურს და მორჩა კინო.

თუ კარვების დადგმას აპირებ, რამდენიმე ასეული უნდა გყავდეს უწყვეტ გუშაგად კარავში და მის გარეთ, პარალელურად ორი-სამი ლოკაცია , რამდენიმე ასეული მებრძოლი აქტივისტით …
პ.ს. ასაკს , იცით -რატომ გავუსვი ზემოთ ხაზი? ქუჩის ბრძოლა ახალგაზრდებმა უნდა წაიყვანონ, მაგრამ ყველა ასაკის ადამიანს აქვს განსაზღვრული და განსაკუთრებული როლი, რასაც აქ არ დავაკონკრეტებ… ერთს კი ვიტყვი: იუსტიციასთან, როცა საშიმშილოდ დასხდნენ ჩვენი ლიდერები გაყინული პენსიების დარიგების მოთხოვნით, ბებიაჩემიც მახლდა იუსტიციასთან, მიშასთან მიიჭრა და ოღონდ , თქვენ შეწყვიტეთ შიმშილობა და აქვე დავჯდებით მე და ჩემი დაქალები საშიმშილოდო, გულში ჩაიკრა მიშამ და მეგის გამზრდელი ბებია, სხვანაირი ვერ იქნებაო , ამ სიტყვებმა ბებიაჩემი უფრო ” ააგდო” , ვეღარ ვიპოვე იმდენ ხალხში და რაღაც დავალებაზე წავედი პირიმზეში და იქვე, სახლში შევირბინე ბებო რომ მომეკითხა და ბიცოლაჩემი მეუბნება: მე სამინისტროსთან მგონიხარ, ბებიაშენი 10 წუთის წინ წამოვიდა , მთელი უბანი მოჰყავს, სამი მანქანით არიანო, გიჟივით ავვარდი იუსტიციასთან (ლაღიძის უკან), პირდაპირ ეთერში გადიოდა პენსიონერთა პროტესტი , მოშიმშილე დეპუტატები და მინისტრი))) აქ ბევრი, რომ აღარ გავაგრძელო, ერთ საათში საშიმშილოდ არა მხოლოდ ბებიაჩემი და სამეგობრო, მათთვის სოლიდარობის ნიშნად ათობით პენსიონერი მოდიოდა და ემატებოდნენ მოშიმშილეებს.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved