• რეკლამა
  • კონტაქტი
22:39, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ გვაქვს კოვიდი, პანიკას არ უნდა მივეცეთ” – რა უნდა გააკეთოს ინფიცირებულმა?

ალია ავტორი - ალია
17:15 11-04-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

ახლა თანდათან ხდება სხვადასხვა რესპირაციული ინფექციების და კოვიდის ზედდება, ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ გამოჩენილა ცირკულაციაში, მაგრამ ცირკულირებენ სხვა რესპირაციული ვირუსები, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს ნოემბერში. ახლა თანდათან ხდება სხვადასხვა რესპირაციული ინფექციისა და კოვიდის ზედდება, ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ გამოჩენილა, მაგრამ ცირკულირებენ სხვა რესპირაციული ვირუსები. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია სიმპტომების დაწყების შემთხვევაში ექიმთან კონსტულტაცია და შემდგომ, შესაბამისი ლაბორატორიული გამოკვლევები, რომ დადასტურდეს, გვაქვს თუ არა კოვიდი. თუ გვაქვს კოვიდი, პანიკას არ უნდა მივეცეთ, კოვიდინფიცირებული პიროვნება დაუყოვნებლივ უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში, დარეკოს 112-ზე ან დაუკავშირდეს თავის ოჯახის ექიმს და შემდგომი ნაბიჯები გადადგას მათი კონსულტაციით.

თუ ოჯახის წევრი არის კოვიდინფიცირებულის ახლო კონტაქტი, რომელსაც პირბადით დაუცველი კონტაქტი ჰქონდა, აუცილებელია ისინიც ყოველგვარი ტესტირების გარეშე გადავიდნენ თვითიზოლაციაში, მიმართონ ოჯახის ექიმს ან 112-ს და შემდგომი ნაბიჯები გადადგან მათი რეკომენდაციებით.

ინფექციის გავრცელების ჯაჭვი რომ გაწყდეს, აუცილებელია, რომ ინფიცირებული ადამიანი და მასთან კონტაქტში მყოფი პირები დაუყოვნებლივ იყვნენ გადასული თვითიზოლაციაში

დღეს პირბადე გახლავთ ყველაზე უფრო მძლავრი დაცვის იარაღი კორონავირუსულ პანდემიასთან ბრძოლაში. პირბადეზე უკეთესი ამ ერთი წლის განმავლობაში, სამწუხაროდ ჯერჯერობით არაფერია. ჯერჯერობით არ გვაქვს ვაქცინა, ასევე არ გვაქვს პირდაპირი მოქმედების წამალი. ამიტომ, ყველაზე მძლავრი პრევენციული ღონისძიება და დაცვის საშუალება გახლავთ პირბადე, დისტანციის დაცვა, ხელების ხშირი დაბანა და დიდი თავშეყრებაზე თავის არიდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

თეგები: ამირან გამყრელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?
ახალი ამბები

ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?

13:28 08-31-2026
YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი
ახალი ამბები

YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი

13:24 08-31-2026
სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

13:14 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved