• რეკლამა
  • კონტაქტი
07:18, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თუ გოგაშვილს ციხეში გაუშვებენ, მაშინ გამოვა, რომ ის ბლეფობს“ – გოგიტა დალაქიშვილი

ალია ავტორი - ალია
17:55 07-17-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,025

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება უსაფრთხოების ექსპერტი, გოგიტა დალაქიშვილი.

– გოგიტა, სუსი-ს უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი დააკავეს. მის დაკავებას წინ უძღოდა ოპოზიციური ტელევიზიებით გავრცელებული სუს-ის „კრებსები“, სავარაუდოდ, 13 000 ფაილი გამოიტანა ვიღაცამ სუს-იდან და ეს გოგაშვილს დაბრალდა. მერე,  გია გაჩეჩილაძემ, „უცნობმა“ გაასაჯაროვა ჩანაწერი „მთავარი არხის“ 4 ჟურნალისტისა, რომელშიც ისინი საუბრობენ, რომ 3 ოპოზიციური არხის წყარო გოგაშვილია. ბოლოს, გოგაშვილმა „ფეისბუკზე“ დადო პოსტი, სადაც დაემუქრა ხელისუფლებას, რომ შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების გაყალბების დამადასტურებელ მტკიცებულებებს გაავცელებდა და მათი ნაწილი უკვე გადავეცი უცხოეთის საელჩოებსო. შენი აზრით, მართლა გოგაშვილი აწვდიდა სუს-იდან საიდუმლო მასალებს მედიას და ეს იყო მიზეზი მისი დაკავებისა?

– სოსო გოგაშვილს ჯერ ინკრიმინებული არ აქვს კონკრეტული ბრალდებები და ვერ ვიტყვი, რომ გოგაშვილი იყო მედიის წყარო.  შესაძლოა, მცირე ინფორმაცია მართლა მიაწოდა ტელევიზიებს, მაგრამ ის ათასობით „კრებსი“, რომლების სუს-დან გამოვიდა და დღემდე საჯაროვდება, შესაძლოა, არ იყოს მისი გამოტანილი. მეტიც, ეს მისი გაკეთებული არ უნდა იყოს. იმ მომენტში, როცა ეს ფაილები გამოიტანეს,  არ წავიდოდა გოგაშვილი ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს ერთი წლის წინ იყო. მერე ინტერვიუ მისცა ნოდარ მელაძეს და იქ საუბარი იყო ყველაფერზე და არაფერზე. დახლოებით ასე იყო ეს ინტერვიუ – ილაპარაკე რაც შეიძლება მეტი, რომ ადამიანებმა ვერაფერი გაიგონ. უნდოდა, დაერტყა ხელისუფლებისთვის, მაგრამ ვერ გაბედა. ვფიქრობ, ეს ინტერვიუ ერთგვარი შანტაჟი იყო გოგაშვილის მხრიდან – ახლა არაფერს ვამბობ, მაგრამ თუ დამჭირდა, მერე ვიტყვი, ხომ ხედავთ, პირი უკვე დავაღეო. თუმცა, ხელისუფლებაში ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ გოგაშვილი იყო ინფორმაციის გამომტანი. ეს აზრი გია გაჩეჩილაძის ჩანაწერმა გაამყარა. გოგაშვილმა იცოდა, ადრე თუ გვიან დაიჭერდნენ და მუქარანარევი პოსტით გააფრთხილა ხელისუფლება, თუ დამიჭერთ, მერე უფრო ბევრს ვიტყვიო. თუმცა, ეს არ გაითვალისწინეს და დაიჭირეს. ერთი კითხვა მაქვს ამ პოსტთან დაკავშირებით – ერთი წელი გავიდა არჩევნების შემდეგ და რატომ არ ამხილა „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებაში? სად იყო აქამდე? გამოდის, რომ დაჭერის საფრთხე როცა იგრძნო, მაშინ გადაიტანა ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში, რომ თუ დაიჭერდნენ, პოლიტდევნილად თუ პოლიტპატიმრად გამოჩენილიყო. სისტემის მხილება სხვანაირად ხდება, რასაც ეს აკეთებდა, ისე არ ხდება. ეს იყო შანტაჟი და თვითგადარჩენის ინსტინქტები.

– დავუშვათ, სოსო გოგაშვილს ადრე არ გამოუტანია სუს-იდან ინფორმაციები, იმის გარდა, რისი გასაჯაროვებითაც ახლა იმუქრება. სხვა ვის შეიძლებოდა გამოეტანა? შიგნიდან, მოქმედი თანამშრომლისგან გამოჟონა თუ გოგაშვილივით სისტემიდან წამოსულმა კაცმა გამოაყოლა ხელს?

– ამასთან დაკავშირებით ჩემი ლოგიკური მოსაზრება მაქვს, თუმცა, ეს შეიძლება არ იყოს უტყუარი ჭეშმარიტება. ვფიქრობ, ეს იყო სუს-იდან ინფორმაციის ხელოვნურად გაჟონვა. სუს-მა სპეციალურად გამოაგდო ეს თემები. არ მჯერა, რომ ვიღაცას პატრიოტული გრძნობა გაეხსნა, სისტემის უკეთესობისკენ შეცვლა მოინდომა და ეს ინფორმაციები გამოიტანა. საინტერესო ის იქნება, სოსო გოგაშვილს წაუყენებენ თუ არა საიდუმლო ინფორმაციის გატანასა და გასაჯაროებაში ბრალს. თუ ბრალი წაუყენეს და თან დაუმტკიცეს, მაშინ გამოდის, რომ გოგაშვილის გამოტანილია. თუმცა,  ვერც იმაზე დავდებ თავს, რომ  გამოძიება ობიექტური იქნება და კითხვის ნიშნებს არ გააჩენს. მოკლედ, ჩვენ მხოლოდ ვარაუდებზე შეგვიძლია ვისაუბროთ.

– დავუშვათ, არაფერია საეჭვო და სოსო გოგაშვილს გამოტანილი აქვს მასალები არჩევნების გაყალბების შესახებ, უტყუარი მტკიცებულებები. ამ მასალების გადაზღვევას არ მოახდენდა? ასლებს ოჯახის წევრებს ან სანდო ადამიანებს გადასცემდა? თან, როგორც შენ ვარაუდობ, არ გამორიცხავდა, რომ დაიჭერდნენ?

– ბუნებრივია, ასე იქნებოდა. აგერ, ციხიდან, ადვოკატის პირით შემოუთვალა გოგაშვილმა ხელისუფლებას, რომ ეს მასალები უკვე საზღვარგარეთ არის გატანილიო. ვფიქრობ, კიდევ სხვა ადგილას ექნება შენახული ან, ვინმე საიმედო ადამიანებისთვის მიბარებული.

– თუ ეს ასეა, მაშინ გოგაშვილს სავაჭრო ექნება სუს-თან. დააშანტაჟებს და შესაბამისად, ციხეს თავს დააღწევს ან სხვა გარიგებას მიაღწევს.

– კი, ეს ვთქვი, გოგაშვილი ხელისუფლებას აშანტაჟებდა, რომელიც არ აჰყვა ამ შანტაჟს და დაიჭირა. ვნახოთ, ახლა რა მოხდება. თუ გასაჯაროვდა არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები, ყველაფერი გასაგები და ნათელი გახდება. თუ გამოუშვეს ციხიდან, პირობითი მიუსაჯეს ან რაღაც ამგვარი, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მართლა აქვს მასალები, მათით ივაჭრა და მიაღწია რაღაც სახის გარიგებას. ეს უკვე ავანტიურა და არასერიოზული ქმედებაა, მაგას ციხეში წასვლა და მასალების გამოქვეყნება ჯობია. თუ გაუშვეს ციხეში, მაშინ გამოვა, გოგაშვილი ბლეფობს და არაფერი ჰქონია ხელში.

თეგები: გოგიტა დალაქიშვილისოსო გოგაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved