პარტიზანი მებაღე, ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში წერს:
,,2012 ში არ მიმიცია ოცნებისთვის ხმა, იმიტომ, რომ თავად არაფერს გვთავაზობდა, გარდა წინა ხელისუფლების გაყრისა და გინებისა.
დღემდე ეს მეხმარება, არ ვიგრძნო თავი დამნაშავედ ამათ მოთრევაში.
პირველი და უკანასკნელი არჩევნები იყო, რაც ჩავაგდე და არ მივედი საერთოდ.
რას გვთავაზობს მეორე ტურში გასული ოპოზიცია გარდა ამათი გაყრისა, რაც ცალსახად მნიშვნელივანია?
რატომ არაფერს გვეუბნებიან რომ გაგვიმარტივონ არჩევნებზე მისვლა და ხმის მიცემა პასუხისმგებლიან მოქალაქეებს, ვინც მერე ვინაწილებთ არჩეული კანდიდატის ჩადენილ კარგ და ცუდ ქმედებებზე პასუხისმგებლობას?
-რას უპირებთ გენგეგმას?
-რეკრეაციულ ზონებში გაცემულ მშენებლობის ნებართვებს?
-ავარიულ ისტორიულ ქალაქს?
-სატრანსპორტო პოლიტიკა?
-უმცირესობების დისკრიმინაცია?
-შშმ ადაპტაციას?
-სადგურის გადატანაზე რას ფიქრობთ?
-პარკების და სკვერების ტენდერებზე?
-ა. შ.
ასე, უთქმელად რომ აგირჩიოთ, მერე გვეტყვით, არაფერს შეგპირებივართ, რას მთხოვო? და მართალიც იქნებით. ამიტომ, თუ გინდათ ხმები, გაგვეცით, ბლიაძ, პასუხები, რას უპირებთ ქალაქს, რომელიც გინდათ, რომ ჩაგაბაროთ.
თუ არა და არა, არ მოვალ. ვერ.”
კომენტარები