• რეკლამა
  • კონტაქტი
13:13, ხუთშაბათი, 23 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ გინდა, ტრ…ში გაირჭე!..” – რა გაახსენა ექიმების აქციაზე დანახვამ ხათუნა ხოფერიას?

ალია ავტორი - ალია
02:08 03-07-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია, სოციალურ ქსელში, წერს:

“აი, 25 ადამიანი რომ საქართველოს ექიმთა 100 000-იანი არმიის სახელით გამოვა და 250 ექიმი ყურს არ აუწევს, მერე არ უნდა გაგვიკვირდეს ხალხის სახელით როცა მოგვმართავს ათასი რჯულის დეგენერატი………

ექიმების აქციამ გამახსენა.

26 მაისის დარბევის შემდეგ, ბექა იყო სასწრაფოდ საოპერაციო. ყველა კლინიკაში “სპეცნაზი” იდგა. არა და, თავზე გემატომა იზრდებოდა. ბავშვობის მეგობარ ექიმს, ქირურგს დავურეკე, დილის 4 საათი იყო. მოკლედ, მივედით, ჩუმად ავედით საოპერაციო ბლოკში და დაადეს ბექას 12 ნაკერი.

როდესაც გამოვიდა, ეტყობა, ვკრუსუნებდი და მკითხა – შენ რა გჭირსო. ზურგი ვანახე… 4 ვერზილა “დუბინკებს” და წიხლებს რომ გირტყამს, ვერ იქნებოდა კარგი სანახავი.

-მოიცა, მაგარი მალამო მაქვს. ჩაქცევებსაც აალაგებს და ტკივილსაც გაგიყუჩებსო.

ჰო და, გამოიღო ეს მალამო და ნაზად მისვამს ზურგზე. თან რაღაცას ბუტბუტებს… ჯერ არ მივაქციე ყურადღება. მერე უფრო უკეთ დავუკვირდი და მესმის – უფ, უფ, რა კარგია!

ვაა, ვიფიქრე… აქ არ დავწერ რა ვიფიქრე. – ღირსი ხარ, მეტის ღირსი ხარ!- აგრძელებს სიცილნარევი ხმით.

-ჯანზე თუ ხართქო,- რა ვიცი, მაინც მოვიკითხე…

-მე კი ვარ ჯანზე, შენ კი მეტის ღირსი ხარ.

2003-ის მიტინგებზე რომ მოვდიოდი აძიგძიგებული სიცივისგან და პატაკს გაბარებდი, ჩემი კლინიკა გამაგრებულია მარჯვენა ფლანგზეო, აი, მაშინ მე უნდა მერტყა შენთვისო…

ასეა, ადამიანების განწყობები ცვალებადია… დროს თავისი მიაქვს და მოაქვს…

აქვე, გავიხსენებ ერთ ფაქტსაც. ჩემ მეგობარს რესტორანი ჰქონდა. ჰო და ყოველ დღე მოქონდა მიტინგზე ხაჭაპურები, პოლიციელებისთვის შოკოლადები, გაზიანი სასმელი და რა ვიცი, რა აღარ. რევოლუციის შემდეგ, რესტორანში კუთხე მოაწყო. პრეზიდენტის ინაუგურაციის ფოტო გაადიდა და გვერდით რევოლუციის ქარებით ნაწრთობი უზარმაზარი ხელოვნური ვარდიც მიუკიდა.

ერთ დღეს მივედი და რას ვხედავ! ეს სურათი ჩარჩოდან ამოღებული და დაჭმუჭნილი სანაგვეში აგდია. თავად მეგობარი კი, ხელოვნური, კაშკაშა წითელი ვარდით ხელში, ხან ერთ კუთხეს მიდგება, ხან მეორეს, ხან ერთ კარადაში ტენის , ხან მეორეში…

მოკლედ, თვალს ვერ მოაფარა რა…

მერე, სრულიად შემთხვევით მოკრა თვალი ქვედა სართულიდან ამოსულ ბარმენს…

-ფრანცო! -დაუძახა ბედნიერი ხმით! ფრანცო მიუახლოვდა.

-აჰა, ფრანცო, გამომართვი ესვარდი და გქონდეს!

-კი მაგრამ, მე რად მინდა, სად წავიღო?- იკითხა შეწუხებულმა ფრანცომ. მეგობარი შეყოვნდა, ღრმად ჩაისუნთქა და როგორც ოდესღაც არქიმედემ – “ევრიკა”! ისე შესძახა -თუ გინდა, ტრ…ში გაირჭე!…

ასე დამთავრა მიშას მხარდაჭერა ინაუგურაციიდან 6 თვის თავზე!”

რუსთაველზე მიმდინარე აქციას მედიკოსებიც შეუერთდნენ
თეგები: ხათუნა ხოფერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ თიბისის მხარდაჭერით AI კვლევითი კლუბი შექმნა

16:47 10-22-2025
კაფე-რესტორნებში თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზება გრძელდება
ახალი ამბები

კაფე-რესტორნებში თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზება გრძელდება

15:51 10-22-2025
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციამ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციამ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

11:59 10-22-2025
არ გამოგრჩეთ თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება Trendyol-ზე
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება Trendyol-ზე

16:13 10-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved