• რეკლამა
  • კონტაქტი
23:24, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თუ გინდ სისხლის ფასად დაგიჯდეს, თუ გინდ სიცოცხლის ფასად, ეს უნდა შეძლო!“ – რას წერს კობა ხაბაზი?

ალია ავტორი - ალია
17:42 05-13-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,168

„ვალდებული ხარ დაუბრუნო კაცთა მოდგმას ღირებულებები, ადამიანი დაუბრუნო მიტოვებულ კერას, ცხოველებს დაუბრუნო ადამიანის ნდობა, ყვავილებს სიკაშკაშე და ცას ნათელი.თუ გინდ სისხლის ფასად დაგიჯდეს, თუ გინდ სიცოცხლის ფასად, ეს უნდა შეძლო! ეს შენი მისიაა!#თავისუფლებამიშას!#თავისუფლებანიკას!“ – წერს უკრაინაში მიმდინარე რუსული სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი “ნაციონალური მოძრაობის” წევრი კობა ხაბაზი სოციალურ ქსელში.

„გადადიხარ ეზოდან ეზოში, სახლიდან სახლში, ნანგრევებიდან ნანგრევებზე, ირგვლივ მიტოვებული შინაური ცხოველები, ძაღლები აღარც კი ყეფენ, არც კუდს გიქიცინებენ, უნდოდ და შიშით გიყურებენ, ადამიანის მიმართ ნდობადაკარგული თვალებით, კაცთა მოდგმა მათში უკვე მხოლოდ აფეთქებასთან, საზარელ გრუხუნთან და ნგრევასთან ასოცირდება.სოფლების ირგვლივ უკიდეგანო მინდვრები, ოდეს ხორბლითა და მზესუმზირით, ახლა კი ნაღმებით ნათესი.

ფრთხილად მიაბიჯებ, იცი შეცდომა ძალიან ძვირად დაგიჯდება, აქ ყველაფერი ომითაა გაჯერებული, ჰაერი დენთის სუნით, ეთერი ჭურვების აფეთქების ხმით. აქვე ასიოდე მეტრში შავი ბოლი მოსჩანს, ახალმოფრენილი ჭურვის აფეთქების შედეგი, აქვეა ცადაღმართული ცეცხლოვანი ან თეთრი სვეტები ნიშნად საპასუხო ცეცხლისა. სარეველებში ყვავილებსაც ხედავ, საოცრად ლამაზებს, ხედავ ნაღმისგან ნახევრადგადამტვრეულ, მაგრამ მაინც ახლადგაფურჩქნული კვირტებისგან აფეთქებულ ხეს, თითქოს ირეალურ სამყაროში ხარ, თითქოს აქ არის ყველაფერი თავმოყრილი, ადამის დღიდან მოხეტიალე კაცთა მოდგმის ბნელიც და ნათელიც, აქ შესჭიდებიან ერთმანეთს, აქ უნდა გადაწყდეს ბოროტი დაჯაბნის ნათელს თუ ნათელი იზეიმებს ბნელეთზე.

შეჰყურებ ამ ყველაფერს და ხვდები აქ შემთხვევით არ ხარ მოხვედრილი, რომ რაღაც მისია გაკისრია, რომ ვალდებული ხარ მოაშთო ბოროტი, ვალდებული ხარ დაუბრუნო კაცთა მოდგმას ღირებულებები, ადამიანი დაუბრუნო მიტოვებულ კერას, ცხოველებს დაუბრუნო ადამიანის ნდობა, ყვავილებს სიკაშკაშე და ცას ნათელი. თუ გინდ სისხლის ფასად დაგიჯდეს, თუ გინდ სიცოცხლის ფასად, ეს უნდა შეძლო! ეს შენი მისიაა!#თავისუფლებამიშას!#თავისუფლებანიკას!“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved