პარლამენტის წინ მოშიმშილე დარეჯან სხვიტარია ამბობს, რომ მის კარავს ცეცხლი გაუჩნდა. სამოქალაქო აქტივისტი აცხადებს, რომ ცეცხლის წაკიდება მიზანმიმართულად მოხდა. ”
,,თუ გამასვანებენ, თორე მე აქედან ვერ გამომიყვანენ” – ამბობს ცხვიტარია.
მისივე თქმით, დილით ადგილზე ძველი თბილისის პოლიცია მივიდა და განყოფილებაში ძალის გამოყენებით გადაიყვანა.
კარავს ეკიდა ცეცხლი, წყლები დავასხით, ძლივს ჩავაქრეთ. ამ დილით მოვიდა ძველი თბილისის პოლიცია როა, თაბუკაშვილიდან, ბევრი მოვიდნენ, გამობრძანდით გარეთო, გამომათრიეს იქიდან, გამომგლიჯეს ტელეფონი, ჩამსვეს მანქანაში და წამიყვანეს განყოფილებაში. 4 საათი ვიყავი პოლიციის განყოფილებაში და ახლა მოვედი. კარვებზე არაფერი უთქვამთ. მე მგონია რომ ეს ცეცხლის წაკიდება კარვებზე სპეციალურად მოხდა. სხვა მეთოდი ვერ მოიფიქრეს ამ ლაჩრებმა? მე ბრძოლას არ შევწყვეტ. თუ გამასვანებენ, თორე მე აქედან ვერ გამომიყვანენ”, – ამბობს დარეჯან ცხვიტარია inradio.tv-ის ლაივში.














კომენტარები