• რეკლამა
  • კონტაქტი
01:29, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თუ გამართლდა, რომ მართლა უნდოდათ მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში, მაშინ რა რეაქცია გექნებათ? – ყაველაშვილი აშშ-ის ელჩს

ალია ავტორი - ალია
12:07 07-26-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
604

თუ გამართლდა, რომ მართლა უნდოდათ მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში, მაშინ რა რეაქცია გექნებათ? ჩვენ ანალიზი გავაკეთეთ იმ ინფორმაციებზე დაყრდნობით, რომელიც ჩვენს ირგვლივ ვითარდებოდა. გავემიჯნეთ „ქართულ ოცნებას“, რომელიც ამაზე ვერ საუბრობდა, ეს საშიშროება ღიად დავინახეთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა მისი, დიმიტრი ხუნდაძისა და სოზარ სუბარის მიერ გამოქვეყნებულ წერილებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, ამერიკის ელჩს მხოლოდ კითხვებით მიმართეს და არანაირ თავდასხმას ადგილი არ ჰქონია.

მისივე თქმით, პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან უნდა მოქმედებდე, შემდეგ კი სხვა ქვეყნის, თუ მისი ელჩის ინტერესებიდან.

“არ მესმის, საიდან მოდის ეს ნარატივი და სიტყვა „თავდასხმას“, რატომ იყენებენ ხშირად, ეს მოდის რიგი ოპოზიციონერების მხრიდან, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ კრიტიკული კითხვები არის თავდასხმა ელჩზე. ვერ ვნახე ვერცერთი ექსპერტის შეფასება, რომელიც ჩვენს წერილს აფასებს თავდასხმად, ორმაგი სტანდარტი უნდა დასრულდეს საქართველოში და შეფასებები ისე უნდა გაკეთდეს, როგორც რეალობაშია. პირველი წერილის შემდეგ ვერ მივიღეთ პასუხი და სამწუხაროდ, ელჩის მხრიდან იყო უდიერი დამოკიდებულება ჩვენს კითხვებთან დაკავშირებით. შეიძლება დღეს ამის აღქმა რთულია, თუმცა საზოგადოებას კარგად ესმის რაზეც გვაქვს საუბარი, ჩვენი კითხვები საზოგადოების კითხვებიც არის. ელჩს მივმართავთ კითხვებით, აქ არავითარი თავდასხმა არ ყოფილა, დიპლომატიური პასუხი არ არის, როდესაც კონსპირაციებზე საუბრობს.

დამისახელეთ ერთი ოპოზიციონერი რომელიც გაემიჯნა უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, რომლებიც პირდაპირ მოგვიწოდებდნენ მეორე ფრონტის გახსნას და ომში ჩართვას. ჩემი პირველი გაღიზიანება და წერილის დაწერის სურვილი მაშინ გაჩნდა, როდესაც ქალბატონი დეგნანი გამოვიდა და თქვა ვინც ფიქრობს, რომ აშშ-ს უნდა მეორე ფრონტის გახსნა, „ეფესბეს“ ნარატივს ავითარებსო, თუ უნდათ პირდაპირ გვითხრან – კარგი იქნება თქვენც თუ დაიწყებთ ომს და გვერდში დაუდგებით უკრაინასო, მაგრამ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი ბედი და ვუთხრათ, რომ არ გვიღირს, ამას არ გავაკეთებთ იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა განადგურდება.

თუ გამართლდა, რომ მართლა უნდოდათ მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში, მაშინ რა რეაქცია გექნებათ? ჩვენ ანალიზი გავაკეთეთ ინფორმაციებზე დაყრდნობით, რომელიც ჩვენს ირგვლივ ვითარდებოდა. გავემიჯნეთ „ქართულ ოცნებას“ რომელიც ამაზე ვერ საუბრობდა, ეს საშიშროება ღიად დავინახეთ. კიდევ რაღაცებს ვუფრთხილდებით და ვსაუბრობთ ჩვენს საზოგადოებასთან, საშიშროება ჯერ კიდევ არ დამთავრებულა. პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან უნდა მოქმედებდე, ჯერ არის ეროვნული ინტერესი, შემდეგ სხვა ქვეყნის ინტერესი, თუ ელჩი“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved