• რეკლამა
  • კონტაქტი
06:29, შაბათი, 10 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თუ გახდომა გინდათ, უნდა ჭამოთ – პროდუქტების ჩამონათვალი და ექიმის 9 რჩევა დაავადებების თავიდან ასაცილებლად

ალია ავტორი - ალია
22:37 02-10-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
508

ცნობილი ექიმი მარინა ტოტოჩავა ჯანსაღი ცხოვრებისთვის, საზოგადოებას რეკომენდაციებს სთავაზობს და სოციალურ ქსელში საინტერესო და სასარგებლო რჩევებს აქვეყნებს:

1) დეპრესიული ფიქრები, ქალს მაგნიუმის დეფიციტის დროს ეწყება. მაგნიუმი ჭარბად არის: თხილში, ნიგოზში, ბარდაში, მწვანე ბოსტნეულში.

2) თუ კრემიანი ნამცხვრის ან ცხიმიანი კერძის ჭამის სურვილი ხშირად გეუფლებათ, თქვენ ფილტვების პრობლემა გაქვთ. აგრეთვე, დაბინძურებულია თავის და ზურგის ტვინი. თუ მჟავე საკვები ან ხილის წვენი გინდათ, მაშინ თქვენი ღვიძლი შველას ითხოვს; თუ ნამცხვრები და საერთოდ ტკბილი გიყვართ, მაშინ გული არ გაქვთ ფორმაში, აგრეთვე, თავის ტვინს დიდი პრობლემა აქვს.

3) თუ თვალების წინ, შავი წერტილები დაფრინავს, თქვენ ენდოგენური (შინაგანი და ჩუმად მიმდინარე) ინტოქსიკაციის ქვეშ იმყოფებით. თქვენი ღვიძლი მოწამლულია და ტვინი ამ სიგნალით გატყობინებთ, რომ ღვიძლს დაეხმაროთ და გაწმინდოთ.

4) როცა თავი გტკივათ, ტკივილგამაყუჩებელს ნუ მიიღებთ. ჯერ წნევა დაიფიქსირეთ და თქვენს ჩვეულ ნორმაზე აიყვანეთ ან დაიყვანეთ.

5) თუ ფეხის მოტეხა არ გინდათ და საერთოდ, ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, მზე რაციონალურად გამოიყენეთ. საუბარი არაა სიცხეზე. სასურველია მზე, რომლის ძალა სიამოვნებას განიჭებთ. განსაკუთრებით, ზამთარში ნუ დაკარგავთ მზის სხივებს. პირველ სართულს ფარდებით ნუ დაფარავთ.

დასავლეთში ნესტის გამო, პირველ სართულს უფრო ჭარბი მზე სჭირდება. ლოგინი ისეთ პოზიციაში დადგით, რომ მზის სხივები პირდაპირ ეხებოდეს. ევროპასა და ამერიკაში ზოგიერთი ტიპის დამბლას და სახსრების დაავადებას, კლინიკებში ასე მკურნალობენ – პაციენტს გარკვეული დროით მზის ეპიცენტრში სვამენ, დაავადებულ ადგილზე სხივების ორიენტირებით.

6) ონკოლოგია – ჯგუფი აერთიანებს სხვადასხვა კიბოს. ძირითადი მახასიათებელი, ონკოლოგიური დაავადებების შემდეგია: კონკრეტული უჯრედი, ან უჯრედების ჯგუფი იწყებს გამრავლებას და არაადექვატურ ზრდას.

საწყის სტადიებზე, არის თანამედროვე გარანტირებული მიდგომა მცენარეული მედიკამენტებით, რომლებიც ახდენენ სიმსივნის გავრცელების და გაზრდის პროფილაქტიკას, კერძოდ:

ა) კვერცეტინი და კატეხინები, რომლებიც მწვანე ჩაის ტაბლეტებშია, ამცირებენ სიმსივნის ზომას, ინჰიბიციას ახდენენ მიტოზის, ასინთეზირებენ კოლაგენს, ააქტიურებენ კოლაგენაზის აქტივობას, ამცირებენ ზომას გულმკერდის ჯირკვლების სიმსივნური უჯრედების, ბოჭავენ სპეციფიურ ცილას _ პ53-ს, რომელიც იწვევს ყველაზე მავნე პროცესებს.

ბ) ფლავინოიდური პრეპარატები ამცირებენ სიმსივნის ზომას, კოლაგენის სტაბილიზაციის მექანიზმებით _ საწყის სტადიაზე. მათი ფიტოესტროგენების ეფექტურობა გამოიხატება, მამოგრაფიული სიმკვრივის დაქვეითებით, რომელიც არის დიაგნოსტიკური კრიტერიუმი მკერდის კიბოს რისკის. ფლავინოიდების ძირითადი ბირთვი არის სოიოზე დამზადებული პრეპარატები

გ) მედიკამენტების ჯგუფი, რომლებიც ლაქტობაქტერიებს შეიცავენ. ეს ის კატეგორიაა, რომელზეც ხშირად ვსაუბრობ, ინსულტის პროფილაქტიკის მიმართულებით. ახლა განვიხილოთ, რას აკეთებენ ისინი სიმსივნის პროფილაქტიკისათვის (ამ მიდგომის ჩამოყალიბება არის თანამედროვე ამერიკის და ევროპის მედიცინის დიდი მიღწევა. კონკრეტულად მედიკამენტებს არ ვასახელებ).

ლაქტობაქტერიების ბალანსი გამოდევნის კანცეროგენებს, რომლებიც საკვებშია. ანტიკანცეროგენული პოტენციალის შექმნას ნაწლავში, განაპირობებს ცხიმოვანი მჟავები – კჟკ. მას გამოიმუშავებს პრობიოტიკული ბაქტერიები, ეს ცხიმოვანი მჟავები (კჟკ), ახდენენ ლორწოს ნორმალურ სეკრეციას, აწესრიგებენ იონების ცვლას მსხვილ ნაწლავში, ამცირებენ პათოლოგიური ფლორის გამრავლებას, მთავარ როლში არიან ცხიმოვან, ნახშირწყლოვან და ენერგეტიკულ ცვლაში.

ამ ცვლების გამართული მუშაობით, რეგულირდება ნაწლავის მიკროფლორის ანტიკანცეროგენული აქტივობა. მაგ, კჟკ-ს შემადგენელი პროპიონის მჟავა, ხელს უშლის კუჭნაწლავის წყლულის ჩამოყალიბებას. ხოლო, ძმრის მჟავა ქმნის ადგილობრივ იმუნიტეტს. ის, აგრეთვე, კლავს მიკრობებს, ქმნის PH-ის (სიმჟავის) ნორმალურ მონაცემს და მთავარ როლშია ნაწლავის მოტორიკის ნორმალიზებაში.

კჟკ განაპირობებს ქოლესტერინის ნორმალური რაოდენობის შენარჩუნებას. ნორმალური მიკროფლორა ნაწლავის, არის გარანტი კჟკ -ს ფიზიოლოგიური მექანიზმების. ეს არის პროფილაქტიკა – ათეროსკლეროზის (რომლის ფონზეა ყოველთვის ინფარქტი და ინსულტი) და ნაწლავების კიბოს.

დ) ევროპასა და ამერიკაში ჩატარებული უახლოესი სამეცნიერო კვლევების დასკვნებით, ერთ-ერთი მცენარეული მედიკამენტი, რომელშიც შედის ბლეეკ ტწინ _ შავი კვლიავი, კლავს კიბოს აგენტებს, ააქტიურებს საჭირო გენებს, რომლებიც იბრძვიან, რომ კიბოს ზომა არ გაიზარდოს, იწვევს პანკრეასის სიმსივნურ უჯრედებში გენეტიკურ ცვლილებებს.

ერთი შეიძლება გადაჭრით და მარტივად ითქვას – კიბოს წამალი ბუნებაშია! როცა თანამედროვე ადამიანი მარგარინიან კერძსა და ხილ-ბოსტნეულს შორის, პირველზე გააკეთებს აქცენტს, ის თავად იყალიბებს შესაბამისი ჯანმრთელობის სტატუსს. ეს წარმოდგენილი ტექსტი, რომელიც ჩემს მიერ არის გადმოთარგმნილი, მხოლოდ მექანიზმების უმოკლესი ამონარიდია, უცხოეთის წამყვანი კლინიკების სამეცნიერო გაიდლაინებიდან.

7) როგორია შაქრიანი დიაბეტი ტიპი II -ს თანამედროვე ასპექტები? ეს დაავადება განპირობებულია ინსულინის უკმარისობით და ხასიათდება – ნახშირწყლების ცვლის უხეში დარღვევით, სისხლში შაქრის მომატებით (ჰიპერგლიკემია), შარდში შაქრის გამოჩენით (გლუკოზურია) და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით.

ამ დაავადების მიზეზებია: მემკვიდრული განწყობა, სისხლძარღვების დაზიანება, გასუქება – გაცხიმება, ფსიქიკური და ფიზიკური ტრამვები, ვირუსული ინფექციები. მკურნალობის სტრატეგიაა: სისხლში შაქრის ნორმალიზება, ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგება და გართულებების პროფილაქტიკა მსუქან ადამიანს, მითუმეტეს, თუ გენეტიკური დატვირთვა აქვს, 90% -ი შანსი აქვს დიაბეტის.

თუ ადამიანი ვარჯიშობს, ზომიერად იკვებება, ანუ ცოტ-ცოტას და ინტერვალებით იკვებება, მას მიუხედავად სიმსუქნისა, არ დაემართება დიაბეტი, ან მოურჩება.

ამერიკელი მეცნიერების ბოლო წლის კვლევებით, დიაბეტის ტიპი II მორჩება, თუ ადამიანი ივარჯიშებს და ზომიერად ჭამს, მიუხედავად მისი დიდი წონისა. ამ შემთხვევაში, აბსოლუტურად არ არის პრობლემა დიდი წონა. ცხიმიანმა, მსუქანმა ადამიანმა თუ არ ივარჯიშა, მაშინ კანქვეშა ცხომოვან შრეში არსებული ჰორმონი – ირისინი ქვეითდება.

ამის შედეგად კი, დიდი რისკია ისეთი დაავადებების, როგორიცაა დიაბეტი, პროსტატა, იმპოტენცია. არჩევის პრეპარატებია II ტიპის დიაბეტის დროს, მედიკამენტები რომლებიც დამზადებულია გერანის და ევკალიპტის ეთერული ზეთებისაგან.

დიაბეტის დროს, განსაკუთრებული სამიზნეა არამარტო პანკრეასი, არამედ ღვიძლი. თუ ღვიძლის უჯრედებიდან ცხიმის მობილიზაცია არ მოხდა, მაშინ ღვიძლის და პანკრეასის ფუნქცია არ დასტაბილურდება და ათეროსკლეროზის რისკი არ მოიხსნება (რომლის ფონზეა ყოველთვის ინსულტი და ინფარქტი).

ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავები ამაღლებენ პერიფერიული რეცეპტორების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ, რაც აძლიერებს უჯრედების მიერ გლუკოზის ადვილად ათვისებას, რის გამოც, გლუკოზა სისხლში აღარ გროვდება და შაქარი მაღლა არ იწევს.

მოცვზე დამზადებული მედიკამენტის ძირითადი შემადგენელია მოცვი. მოცვის ძირითადი შემადგენელი კომპონენტებია: მირიტილინი, მარგანეცი და ქრომი. ეს სამი კომპონენტი ყველაზე დადებითად მოქმედებს ნახშირწყლოვან ცვლაზე. მოგეხსენებათ, დიაბეტის დროს, ძირითადად ნახშირწყლოვანი ცვლაა დარღვეული.

არ არსებობს დიაბეტიანი ადამიანი, რომელსაც მარგანეცი და ქრომი არ ჰქონდეს დაქვეითებული. აგრეთვე, უნდა აღინიშნოს თუთიის შესახებ. თუთიაც, თითქმის, ყველა დიაბეტიანს დაქვეითებული აქვს. თუთია მონაწილეობს ჰორმონი – ინსულინის სინთეზში.

დიაბეტის გართულებების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია, სისხლძარღვების კონტროლი. ანგიოპათია, ყველაზე მეტად ამძიმებს დიაბეტს. ანგიოპათია ართულებს არა მარტო დიაბეტს, არამედ ნებისმიერ დაავადებას. ამიტომ სიცოცხლისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ვარჯიშს, ცხოვრების აქტიურ წესს და ხილ-ბოსტნეულით ხშირ კვებას.

8. გოგონები ხშირად სვამენ კითხვას – რა ხდება მენსტრუაციის დროს? ეს პროცესი, ვითარდება, საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის პერიოდული ჩამოფცქვნის გამო. მისი პირველი განვითარება, ინდივიდუალურია, ასაკის თვალსაზრისით, მაგრამ ნორმა 12-14 წლის ასაკი ითვლება.

ნორმაში, არ თავსდება მისი დაწყება 7 წლამდე, ან 16 წლის შემდეგ. ჭარბწონიან გოგონებს, ის უფრო ადრე ეწყებათ, ვიდრე გამხდრებს. თვეში ციკლის 3 – 4 დღიანი გადაცილება, ნორმად მიიჩნევა.

თუ გოგონამ ინერვიულა და ამინდიც სწრაფად შეიცვალა, ან სხვა გეოგრაფიული გარემოში აღმოჩნდა, მაშინ 2 კვირის გადაცილებაც ნორმად ითვლება, მაგრამ ეს თუ ხშირად გამეორდა, უკვე უნდა მიმართოთ ექიმს!

მენსტრუაციის დროს, ქალის ორგანიზმში, მსგავსი ფიზიოლოგიური პროცესებია, როგორიცაა ორსული ქალის ორგანიზმში, მაგრამ მთავარი აგენტი აკლია. ამიტომაც, მედიცინაში მენსტრუაციას – „განაყოფიერებული საშვილოსნოს ტირილს“ უწოდებენ.

როგორი ტიპის მენსტრუაციის დროსაა, სასწრაფო – ექიმთან მისვლა? ეს გარემოებებია – ძალიან მცირე გამონადენი, 7 დღეზე მეტი, ან 2 დღეზე ნაკლები სისხლდენა, უხვი გამონადენი, თაბრუსხვევა, ძლიერი სისუსტე, ფერის დაკარგვა სახის კანზე, სისხლში კოლტების არსებობა.

ბევრს აინტერესებს, თუ ზოგისთვის, რატომაა ასე მტკივნეული ეს პროცესი. თუ ტკივილგამაყუჩებელი რამდენჯერმე სჭირდება გოგონას, მაშინ ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოთ. ამის მიზეზია – ბალანსის დარღვევა პროგესტერონსა და პროსტაგლანდინებს შორის.

ამ დისბალანსის გამო საშვილოსნო იკუმშება, რაც მტკივნეულია. დღეს არის ისეთი პრეპარატები (დასალევად მისაღები), რომ პრობლემა და ტკივილი უკვალოდ ქრება. ძალიან სასურველია, რომ გოგონა თბილად იყოს კრიტიკულ დღეებში, არ გაცივდეს. ფიზიკური სამუშაო არ შეასრულოს, არ იღელვოს. ამასთანავე, განსაკუთრებით უნდა გაძლიერდეს, ამ დღეებში ჰიგიენური პროცედურები.

9. გამხდარი ადამიანი, არა მარტო ლამაზი, არამედ მეტად ჯანმრთელია. ბევრი ოცნებობს, რომ თან მიირთვას და თან გახდეს. ამერიკასა და ევროპაში უკვე რადიკალურად შეიცვალა თეორიებიც და პრაქტიკული მიდგომებიც სიმსუქნე – სიგამხდრეზე, ანუ ის წესები, რაც ადრე იყო ჩვენში გამოყენებული დიეტების სახით, უკვე ძალიან დაბალ დონედ ითვლება.

აკადემიურად დადგენილია, რომ თუ იშიმშილებთ, შემდეგ ისევ გასუქდებით და თუ გახდომა გნებავთ, ამისთვის აუცილებლად უნდა ჭამოთ. ჩამოვთვლი პროდუქტებს, რაც არა მარტო ახდენს, არამედ იმუნიტეტს ამაღლებს და სიცოცხლეს ახანგრძლივებს. ამ პროდუქტებს მიირთმევს ჰოლივუდის ვარსკლავები და ყველა ის ადამიანი ევროპაში, რომლებსაც სურთ გამხდარი და თან ჯანმრთელნი იყვნენ.

ეს პროდუქტებია: მწვანე ჩაი, სუფთა წყალი- უზმოზე ან ჭამის წინ, გრეიფრუტი, იოგურტი – მისი ძლიერება, მასში შემავალი კალციუმის და პროტეინების ხარჯზეა. პროტეინები სისხლში არეგულირებენ შაქრის ბალანსს, როგორც შემცვლელობის ასევე მოხმარების თვალსაზრისით. კალციუმზე კი ხშირად მიგითითებთ, რომ წელიწადში 2-ჯერ უნდა დალიოთ.

კვერცხი, უძლიერესი მინერალებისაგან შედგება. დილით კვერცხის ჭამა, ესაა მთელი დღის მანძილზე განაწილებული ენერგიის უდიდესი მუხტი. ხოლო, ვინც დილით ნამცხვრებს მიირთმევს, მისი იმუნიტეტი ამ კვების მავნე შედეგებს, მთელი დღე ებრძვის.

ორაგული – ეს არის უნივერსალური თევზი, უდიდესი იმუნიტეტის მქონე რომელსაც, თბილ წყალში ცხოვრებას, ცივი წყალი ურჩევნია. მე თითქმის, ყოველ მეორე რეკომენდაციაში მოგიწოდებთ, რომ მიიღოთ მედიკამენტი ომეგა 3.

ორაგული, ომეგა 3 –ის ბუნებრივი ფორმაა. თუ თევზი უნდა იყიდოთ, ცოტა მეტიც გადაიხადეთ და მიირთვით ორაგული. ჩვენ ვცხოვრობთ ქიმიურ სამყაროში. ვჭამთ, ვსვამთ და ვსუნთქავთ ქიმიას. ასე მომრავლებული სიმსივნური დაავადებებისაგან, ეს მეტაბოლიტური პროდუქტები გადაარჩენს ორგანიზმს. თუ ორაგულს ვერ იყიდით მიიღეთ პრეპარატი ომეგა 3.

კიდევ უფრო შთამბეჭდავია პრეპარატი ვიტალ +, რომელიც შეიცავს: ომეგა 3, ომეგა 6 და ომეგა 9 –ს. ომეგას მჟავები: აშორებს ზედმეტ წონას, აუმჯობებსებს გულის დაავადებებს, აწესრიგებს ჰორმონების ცვლას. აწყნარებს და არეგულირებს გაავებულ ლეპტინს.

ლეპტინი ეს არის ჰორმონი, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავს მსუნაგობის ხარისხს. ანუ ის პასუხისმგებელია მადაზე. ლეპტინს თუ ტვინი არა აქვს არეული, ადამიანი ჯანმრთელადაა და მადაც ნორმალური აქვს.

ყავას აქვს ბევრი სასარგებლო და საზიანო თვისებები. თუმც ნორმული, ზღვრული რაოდენობით აღმოჩნდეს შეიძლება სასარგებლო. მხოლოდ 1 ჭიქა ყავა დღეში: წვავს ზედმეტ კალორიებს, აუმჯობესებს მდგომარეობას: დიაბეტის, პარკისონის დაავადების დროს, ხსნის კიბოს რისკს.

90 იან წლებში, საქართველო, ყავამ და ლობიომ იხსნა, ხოლო ყავის მოჭარბებული მიღებით, ბევრმა იწვნია გულის დაავადებები. თუ ძროხის ხორცს, შეცვლით კამეჩის ხორცით, ამით წონაში იკლებთ და ქოლესტერინს იწესრიგებთ.

კაკალი, თხილი ნუში იმდენად მდიდარია პროტეინებით, რომ საშენი მასალაა ორგანიზმის ახალი უჯრედებისთვის და აწესრიგებს ჰორმონებს, რის გამოც მადა დაბლა ეცემა. თუ მისაწვდომი იქნება თქვენთვის ბერძნული კაკალი, ის უფრო მეტს საოცრებებს იწვევს ადამიანის ორგანიზმში, ის ომეგა 3 მჟავასაც შეიცავს.

პარკოსნები პროტეინების წყაროა, მათი ხშირი გამოყენება წონას აბალანსებს. ყვავილოვანი კომბოსტო – შეგიძლიათ მიირთვათ ბევრი, ის შეიცავს ძალიან მცირე კალორიას და დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებებს.

სელის მარცვალი – ჰორმონების დამბალანსებელია, ასტაბილურებს შაქრის დონეს, ხელს უწყობს ინსულინის სწორ ცვლას, ახდენს გასუქებულს, საუკეთესოა დიაბეტის დროს.

წიწიბურაში, შვრიაში (ჰერკულესში), გამოიყენეთ სელის კარაქი ან პურზე. ფაფაში ან იოგურტში შეგიძლიათ სელის მარცვლები გამოიყენოთ.

ჩვენი ქვეყანა და ხალხი, უღატაკეს მდგომარეობაში რომ არ იყოს, მაშინ გირჩევდით ავოკადოს. ის საუკეთესო ცხიმებს შეიცავს, ადამიანს ნორმალურ ფიგურას უნარჩუნებს, მავნე ცხიმებს გარეთ აძევებს და უამრავი დაავადებებისაგან გიცავთ.

ჰოლივუდის ვარსკლავები, დილით, ავოკადოს ბუტერბროდს მიირთმევენ. დანერგეთ კვებაში ტოფუ. ეს არის სოიოს ხაჭო. ევროპაში, ყველა ვეგეტარიანელი ამას მიირთმევს. ის ისეთ პროტეინებს შეიცავს, რაც პირდაპირ მუშაობენ წონის კლებაზე და ორგანიზმის გაჯანმრთელებაზე“ – წერს ტოტოჩავა.

თეგები: მარინა ტოტოჩავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved