• რეკლამა
  • კონტაქტი
23:30, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თუ ევროკავშირს კოლექტიური კობახიძეები ვაჩვენეთ, არსად მიგვიღებენ – ეკა ბესელია

ალია ავტორი - ალია
10:53 06-17-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
138

ჩვენ თუ ევროკავშირს კოლექტიური კობახიძეები ვაჩვენეთ, არსად მიგვიღებენ იმიტომ, რომ ამ ადამიანმა საერთოდ არ იცის არც კონსტიტუცია, არც საუბარი და ეთიკა, არაფერი იცის,– ასე გამოეხმაურა პოლიტიკოსი ეკა ბესელია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ პრეზიდენტის მიერ ორგანიზებული შეკრების კრიტიკას.

“მგონია, ეს შეკრება ძალიან კარგი იყო თავისი შინაარსით – თითქმის ყველა დიპლომატი იქ იდგა, პრეზიდენტის გვერდით. პრეზიდენტის ამ ნაბიჯებს, ამ გაბედულ სვლებს ძალიან ვაფასებ, რადგან როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, მან აჩვენა რომ არის ერთი კონსტიტუციური მნიშვნელოვანი ორგანო, რომელსაც კონსტიტუციით სახელმწიფო მეთაურის სტატუსი და სწორი ხედვა აქვს. ეს ხედვა ემთხვევა ხალხის ხედვას, ამის დემონსტრირება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თორემ ჩვენ თუ ევროკავშირს კოლექტიური კობახიძეები ვაჩვენეთ, არსად მიგვიღებენ. იმიტომ, რომ ამ ადამიანმა საერთოდ არ იცის არც კონსტიტუცია, არც საუბარი და ეთიკა, არაფერი იცის.

როდესაც ხელისუფლებაში ვიყავი მასზე მაშინაც ვსაუბრობდი, რომ ძალიან სახიფათო მოცემულობა იყო. პარლამენტის თავმჯდომარე რომ იყო, მაშინაც ვამბობდი, რომ სახიფათოა. ახლა პარლამენტს კი არა, ქვეყანას ახვევს ანტიდასავლურ ცეცხლში. ეს ძალიან სახიფათო ენაა, რომლითაც მას ალაპარაკებენ. ის არ ლაპარაკობს, ალაპარაკებენ. ვინც ალაპარაკებს, უნდა ესმოდეს, რომ მასაც აზიანებს და მთლიანად პარტიასაც. პრეზიდენტს რომ თავს ესხმის, არ მიკვირს. ვხედავთ, ვინც კი წინ გადაუდგა და განსხვავებულად ისაუბრა, ყველას მიმართ როგორ იქცევიან. კობახიძის ენაზე საუბარი შეუძლებელია, დარწმუნებული ვარ, არც პრეზიდენტი უპასუხებს. თუ სალომე ზურაბიშვილს იცნობ, უნდა იცოდე, რომ მასთან ასეთი ენით საუბარი უკურეაქციას იქვევს”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved