• რეკლამა
  • კონტაქტი
23:00, პარასკევი, 6 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ ერთი სახლი აქვს – ათი უნდა, თუ ერთი მანქანა აქვს – მეორეს შეძენაზე ოცნებობს…” – პატრიარქი

ალია ავტორი - ალია
16:14 11-30-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

საქართველოს საპატრიარქოს უწყებანი ავრცელებს ამონარიდს, პატრიარქის ერთ-ერთი ქადაგებიდან, რომელიც შობის მარხვას უკავშირდება:

„ახლა შობის მარხვა დგას. მთელი მარხვის განმავლობაში ადამიანი განსაკუთრებით უნდა ცდილობდეს, დააგროვოს სულიერი საუნჯე. ამისათვის მხოლოდ საჭმლის მიღებისაგან თავის შეკავება საკმარისი არ არის. ყოველმა ჩვენგანმა, უპირველეს ყოვლისა, სიკეთე უნდა ვთესოთ, სიკეთე ვაკეთოთ, ვიყოთ ურთიერთის მიმართ კეთილისმყოფელნი, რათა მშვიდობა სუფევდეს ჩვენ გარშემო.

ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, რწმენასთან, სიყვარულსა და სასოებასთან ერთად, სულიერი საუნჯეა. უფალი ბრძანებს: „სადაც არის საუნჯე შენი იქ არის გული შენი“.

ადამიანებს სხვადასხვაგვარი წარმოდგენა აქვთ იმის შესახებ, თუ რა არის საუნჯე. ზოგიერთისთვის მთავარია მატერიალური სიმდიდრე და ძალიან ბევრს ფიქრობს მიწიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე, რა ჭამოს, რა სვას, სად იცხოვროს; თუ ერთი სახლი აქვს – ათი უნდა, თუ ერთი მანქანა აქვს – მეორეს შეძენაზე ოცნებობს, თუ ფული დააგროვა – მეტის მოპოვების სურვილი უჩნდება.

მაგრამ არიან ადამიანები, მორწმუნენი, სულიერად მოაზროვნენი და ეკლესიურნი, რომელთაც ძალიან კარგად ესმით სიტყვები უფლისა: „პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს“. ჩვენ კმაყოფილნი უნდა ვიყოთ იმით, რომ უფალი გვაძლევს პურს ჩვენი არსობისას. აქ, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება პური, არამედ ყოველივე ის, რაც ადამიანს საარსებოდ სჭირდება…

მიწიერი საუნჯის მომგროვებლის გული მიწაზეა. თუ გული მიწიერსაა მიჯაჭვული, სულიერი მას უკვე არაფრად სჭირდება და მისთვის იგი უცხო ხდება…

ბედნიერია ის პიროვნება, ის გვარი, ის ერი, რომელიც სულიერ საუნჯეს აგროვებს. უნდა ითქვას, რომ ქართველი ხალხი მუდამ ცდილობდა სულიერი საუნჯის მოპოვებას.

თეგები: საქართველოს პატრიარქი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:04 03-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved