• რეკლამა
  • კონტაქტი
02:39, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თუ ექსპერტიზა ფსიქიკური აშლილობის ფაქტს დაადასტურებს, განზრახ მიჰყავდათ სტრესისა და უმძიმესი განსაცდელის ქვეშ ადამიანი – შეკვეთილ გაგიჟებამდე – დავით ქართველიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:16 11-25-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

ამ ყველაფრის ფონზე, ყველაზე ადეკვატურ ადამიანად, რომელიც ხვდება, თუ რასთან აქვს საქმე – ედუარდ სააკაშვილი გვესახება – ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ირგვლივ შექმნილი ვითარების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

„თუ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადრე თუ გვიან დადგება სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობა – მას მოუწევს ორიდან ერთ-ერთ ძირითად კითხვაზე პასუხის გაცემა: ის რეალურად იმყოფება პარალელურ სამყაროში თუ ის თამაშობს ამ სამყაროში ყოფნას. ხოლო იმ შემთხვევაში, რომ ექსპერტიზა დაუდასტურებს მას ფსიქიკური აშლილობის ფაქტს და მას არა გენეტიკური (თანდაყოლილი), არამედ შეძენილი ხასიათი ექნება – უნიკალურ პრეცენდენტთან გვექნება საქმე, როდესაც მის უახლოეს გარემოცვას, საკუთარი დედიდან დაწყებული, სინოდის ზოგიერთი წევრით გაგრძელებული და ადვოკატებით დამთავრებული, განზრახ მიჰყავდათ სტრესისა და უმძიმესი განსაცდელის ქვეშ ადამიანი – შეკვეთილ გაგიჟებამდე.ამ ყველაფრის ფონზე, ყველაზე ადეკვატურ ადამიანად, რომელიც ხვდება, თუ რასთან აქვს საქმე – ედუარდ სააკაშვილი გვესახება. კი, მან არა მამის ხელოვნურად ფსიქიკურ დასნეულებაში, არამედ საერთოდ მის სიკვდილში დაინტერესებულ მხარეზე გააკეთა გონივრული მინიშნება – რამაც მოულოდნელი გამოაშკარავების წინაშე მყოფ „ფსიქო/ქილერებში“ დაბნეულობაც კი გამოიწვია – მაგრამ არ შეიძლება მისი მსჯელობის სისწორეში ეჭვი შეიტანო. გახსოვთ ალბათ ჰოლივუდური კინოშედევრი „ტრუმანის შოუ“, ჯიმ ქერისთან მთავარ როლში – სადაც მთავარი გმირის გარშემო პარალელური, არარსებული სამყაროა შექმნილი, რომელშიც მთავარი გმირის გარდა, საქმის კურსში ჩახედულ უკლებლივ ყველა მის ახლობელს, ტრუმანი ფაქტიურად გაგიჟებამდე მიჰყავს. დაახლოებით მსგავსი „მიშას შოუს“ მაყურებლებს დღეს ჩვენც წარმოვადგენთ, ხოლო მის გაგიჟებაში თუ სიკვდილში დაინტერესებული ამ შოუს დამდგმელი და ამა თუ იმ როლის შემსრულებელი პირი – უმძიმესი დანაშაულის თანამონაწილეს წარმოადგენს.გადაიკითხეთ სააკაშვილის წერილები, მოუსმინეთ დედამისის განცხადებებს, გაეცანით მისი ადვოკატების ბოდვას, ჩაწვდით ომბუდსმენის საექიმო კონსილიუმის დასკვნებს, ეცადეთ მეუფე ნიკოლოზის მოთამაშე მზერას გაუსწოროთ თვალები, დააკვირდით მისი პარტიის ლიდერების გაოგნებულ მდგომარეობას – რომლებსაც აღარ ესმით, რა უნდა სააკაშვილს და რა შეუსრულებელ მითითებებს იძლევა იგი სატუსაღოდან. მაშინ მიხვდებით, რომ ამ „რეალიტი-შოუს“ ჭეშმარიტ მიზნებს, სააკაშვილის გარშემო, დღეს მხოლოდ მისი ვაჟი ჩაწვდა და დღეს მხოლოდ მას აქვს „ტრუმანის“ გადარჩენის ალბათ ერთადერთი გულწრფელი სურვილი, ამით დაუინტერესებელ მრავალრიცხოვან „ახლობელთა“ გარემოცვაში. მაგრამ მთელი ტრაგედია იმაშია, რომ ფილმის გმირისაგან განსხვავებით – თავად მიხეილ „ტრუმან“ სააკაშვილს აღარ უნდა გადარჩენა, ან უკვე აღარც შეუძლია. მაშინ სავარაუდო სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი, ჩათვალეთ, რომ მეტნაკლებად უკვე ცნობილია…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved