• რეკლამა
  • კონტაქტი
19:40, სამშაბათი, 30 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თუ დროშა აღმართე, მისი დაცვა უნდა შეგეძლოს, არავის არ უნდა მისცე მისი შეურაცხყოფის უფლება – კახა გოგოლაშვილი

ალია ავტორი - ალია
10:51 03-15-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
264

რონდელის ფონდის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი პრორუსული ძალების მიერ საქართველოს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნასა და მისი დაწვის ფაქტს გამოეხმაურა.

კახა გოგოლაშვილის თქმით, თუ დროშა აღმართე, მისი დაცვა უნდა შეგეძლოს. არავის არ უნდა მისცე მისი შეურაცხყოფის უფლება.

„რატომ დგას პარლამენტის წინ ევროკავშირის/ევროსაბჭოს დროშა?

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სახელმწიფო დროშის გვერდით, როგორც წესი სახელმწიფო ინსტიტუტების შენობებზე ევროკავშირის დროშაც ფრიალებს.

ეს კი იმის ნიშანია, რომ ეს ქვეყნები ევროკავშირის დროშას უთანაბრებენ სახელმწიფო დროშას და, შესაბამისად, პატივით ეპყრობიან მას.

დროშა შენი ქვეყნის ან ქვეყნების გაერთიანების ერთიანობის, დამოუკიდებლობის, ღირსების და ღირებულებებისადმი ერთგულების გამომხატველი ატრიბუტია. დროშა აერთიანებს წარსულის, აწმყოს და მომავლის თაობებს. ასე იყო ისტორიულად, მოყოლებული ხეთების თუ შუმერების დროიდან.

ასეა ეს ამბები აღწერილი ძველ ბერძნულ თუ სანსკრიტულ ტექსტებში, ასე იყო დავითის და თამარის, თუ გნებავთ პირველი რესპუბლიკის დროს და ასეა ყველგან და ყოველთვის. თუ მეომარს ხელში დროშა ეპყრა, მას ის უნდა დაეცვა საკუთარი სიცოცხლის ფასად.

ასე იყო და არის ეს იმ ქვეყნებში, სადაც ჯერ კიდევ ღირსებას ფასი გააჩნია. ის ხალხი, რომელიც საკუთარ დროშას ვერ იცავს, ვერც სამშობლოს დაიცავს და ვერც საკუთარ ოჯახს.

რატომ ავღმართეთ პარლამენტის წინ ევროპის დროშა? იმიტომ, რომ ჩვენ თავს არა მარტო ქართველებად ვთვლით, არამედ ევროპელებადაც. და ჩვენ სახელმწიფოს ვხედავთ გაერთიანებულ ევროპაში. მაგრამ მზად ვართ კი რომ დავიცვათ ეს არჩევანი?

დროშის აღმართვა დიდი პასუხისმგებლობაც არის. თუ დროშა აღმართე, მისი დაცვა უნდა შეგეძლოს. არავის უნდა მისცე მისი შეურაცხყოფის უფლება. ეს ჭეშმარიტებაა, რომლის გააზრების გარეშეც ხალხი ვერ ქმნის სახელმწიფოს. თუ არ ხარ დარწმუნებული, რომ შეძლებ დაიცვა შენი დროშა და ესე იგი, შენი სახელმწიფოს იდეა, საერთოდ არ უნდა აღმართო იგი და არც სახელმწიფოს შექმნის ამბიცია უნდა გქონდეს.

თუმცა სულიერი და მორალური დაკნინების ეპოქაში ეს ყველაფერი ფორმალობა და თამაში გვგონია და, შეიძლება, ბევრს სასაცილოდაც მოეჩვენოს. მე კი მგონია, რომ ეს დამაფიქრებელია“, – აცხადებს კახა გოგოლაშვილი.

ცნობისთვის, 14 მარტს  პრორუსულმა ძალებმა პარლამენტთან ევროკავშირის დროშა დაწვეს. „ალტინფოს“ წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტთან, ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის და ფეხით გათელვის შემდეგ, მას ცეცხლი წაუკიდეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved