ომბუდსმენობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ პარლამენტში, ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, იაგო ხვიჩიას ბიძინა ივანიშვილის შესახებ ჰკითხა.
კობაიძემ იკითხა, სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში თუ განახორციელებდა ხვიჩია ბიძინა ივანიშვილის დაცვას, რაზეც ომბუდსმენობის კანდიდატმა უპასუხა, რომ ივანიშვილს მისი დაცვა არ დასჭირდება, თუმცა თუ სახელმწიფო სისტემა მის უფლებებს შელახავს, რასაკვირველია დაიცავს.
“ბატონ ბიძინას ჩემი დაცვა არ დასჭირდება, ჩემი აზრით. ბიძინა ივანიშვილს არ დასჭირდება სახალხო დამცველის დაცვა, მაგრამ თუ დავინახეთ, რომ სახელმწიფო სისტემა ბიძინა ივანიშვილის უფლებებს ლახავს, რასაკვირველია”. – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
კომენტარები