• რეკლამა
  • კონტაქტი
02:22, კვირა, 28 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ დასავლეთი არ დაგვეხმარება, ყაზახეთი ბელარუსად გადაიქცევა “ – დისიდენტი ბანკირი თავს ყაზახეთის ოპოზიციის ლიდერს უწოდებს

ალია ავტორი - ალია
17:58 01-07-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
69

Reuters-თან საუბარში ყაზახმა დისიდენტმა, ბანკირმა, პოლიტიკური პარტიის – ყაზახეთის დემოკრატიული არჩევნის ლიდერმა და ყაზახეთის ენერგეტიკის ყოფილმა მიინისტრმა, მუხთარ აბლიაზოვმა თქვა, რომ ის თავს ოპოზიციის ლიდერად აღიქვამს და დასავლეთს დახმარებისკენ მოუწოდებს. 

“[თუ დასავლეთი არ დაგვეხმარება], ყაზახეთი გადაიქცევა ბელარუსად და პუტინი თანმიმდევრულად განახორციელებს თავის გეგმას, ხელახლა შექმნის საბჭოთა კავშირის მსგავს სტრუქტურას. დასავლეთმა ყაზახეთი რუსეთს ხელიდან უნდა გამოგლიჯოს. რუსეთი უკვე ჩაერთო, ჯარი გამოგზავნა. ОДКБ რუსეთია. ეს რუსეთის ოკუპაციაა”, – ამბობს აბლიაზოვი. 

აბლიაზოვს არ უხსენებია თუ როგორ უნდა შეძლოს რუსეთისთვის ყაზახეთის “ხელიდან გამოგლეჯვა”. 

აბლიაზოვს ყაზახეთში პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს თაღლითობის, მითვისებისა და მკვლელობის დაგეგმვის ბრალდებით. ბრალი წაყენებული აქვს რუსეთშიც. ის დღეს საფრანგეთში ლტოლვილის სტატუსით ცხოვრობს. საკუთარ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ის ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას 1998-1999 წლებში იკავებდა. მას ბრალს სდებდნენ 2016 წლის ყაზახეთის საპროტესტო აქციების ორგანიზებაში. 

“ჩემს თავს ოპოზიციის ლიდერად აღვიქვამ. დემონსტრანტები ყოველ დღე მირეკავენ და მეკითხებიან: რა უნდა გავაკეთოთ? აი, აქ ვდგავართ, რა გავაკეთოთ?”, – ამბობს აბლიაზოვი. 

აბლიაზოვის თქმით, ის მზადაა ყაზახეთში დაბრუნდეს და დროებით მთავრობას გაუძღვეს, თუ საპროტესტო აქციები უფრო განვითარდება. 

“მე უბრალოდ არ დავბრუნდები – ხახლი მეკითხება თუ როდის დავბრუნდები და მემდურებიან პროტესტის გასაძღოლად რომ არ ვბრუნდები. მაგრამ ხალხს არ ესმის რა რთულია ჩემთვის დაბრუნება, როცა რუსეთს ჩემთვის 15 წელი, ყაზახეთს კი სამუდამო პატიმრობა მაქვს მოსჯილი”, – თქვა აბლიაზოვმა Reuters-თან. 

ის დემონსტრანტების დასავლეთის მიერ დაფინანსებას უარყოფს. 

“დასავლელი ჯაშუშის საბჭოთა კლიშე ვიცი, მაგრამ მეც ბედნიერი ვიქნებოდი, ამერიკელი ან ევროპელი ჯაშუში რომ ვყოფილიყავი. მაშინ ჩვენ ამერიკის ან ევროპის მსგავსად ვიცხოვრებდით და ყველა ბედნიერი იქნებოდა. სამწუხაროდ, დასავლეთი არ მეხმარება, დასავლეთი ხელს მიშლის”, – თქვა აბლიაზოვმა.

წყარო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved