• რეკლამა
  • კონტაქტი
04:14, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ დამნაშავე დაუსჯელი დარჩება, უკან არაფერზე დავიხევთ…” – თაზო გორთამაშვილის ოჯახი

ალია ავტორი - ალია
16:52 11-12-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
77

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მერაბ კობიაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას გარდაცვლილი თაზო გორთამაშვილის ოჯახის წევრი, ნინი გულიაშვილი ეხმაურება:

„ძალიან გთხოვთ, თუ აკეთებთ რეპორტაჟს, სწორი დასათაურება  დაურთოთ თან! გაათავისუფლეს? ჯერ არავინ გაუთავისფლებიათ! მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ ეს არ არის გათავისუფლება, ის არ გათავისუფლებულა ჯერ არაფრისგან, რადგან არ დასრულებულა პროცესები და სასამართლოს არ უცნია უდანაშაულოდ, ეს არის ფორმალობა რომელიც ეკუთვნის კანონით (9-თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადის ამოწურვის გამო) და ეს გამოიწვია ვადაში ვერ ჩატევამ, მგონი ძალიან ადრეა მათი მხრიდან ზეიმი და რამეს მტკიცება, რადგან პროცესები ჯერ ისევ მსვლელობაშია.

​ჩვენს ქვეყანაში არ არის იოლი მსაჯულების შერჩევა, რადგან ჩვენ ვერ ვაზროვნებთ სამართლებრივად, ჩვენ ვწყვეტთ ემოციური ფონით, და ეს საქმე იმდენად წმინდა სამართლებრივად განსახილველია, რომ ამის მოლოდინი მქონდა კიდეც, რომ ვერ მოხდებოდა ვადაში ჩატევა, მაგრამ ვიმეორებ, არაფერი დასრულებულა, არსებობს სამართლებრივი და კანონიერი გზები, რომ დამნაშავე არ დარჩეს დაუსჯელი. მჯერა, პროკურატურა ყველა ბერკეტს გამოიყენებს ამისთვის და არ დაგვჭირდება ზედმეტი ჩარევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმდენად დიდი და მწარეა ჩვენი დანაკარგი, რომ უკან არაფერზე დავიხევთ!

P.S ჯერ ყველაფერი წინ არის და აუცილებლად დაისჯება მკვლელი მკვლელობისთვის“, – წერს გუდაურში გარდაცვლილის რძალი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს.

კობიაშვილს თავდაპირველად ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, შემდეგ კი ცემის მუხლით. ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

თეგები: თაზო გორთამაშვილიკრიმინალიმერაბ კობიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved