• რეკლამა
  • კონტაქტი
23:58, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, თუ ბიძინა ბუჩქებში დარჩება ვაია, თუ გამოვა ვუია…” – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:20 08-07-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,637

ექსპერტი გია ხუხაშვილი:

,,ცოტა ხანს დავასვენოთ ჩვენი ჟურნალისტები და მოსაზრებები ფბ-მონოლოგის რეჟიმში გადავიტანოთ.

თუ ცოტა წინ გავიხედავთ და მოვლენების განვითარების ვარიანტების მოდელირებას მოვახდენთ, დავინახავთ, რომ პოლიტიკური ლოგიკა ბიძინას უბიძგებს პრეზიდენტის პოსტის დაკავებისკენ.

ქართული ოცნება მოიგებს, თუ წააგებს არჩევნებს, ივანიშვილს ორივე შემთხვევაში სჭირდება მაღალი დონის პოლიტიკური იმუნიტეტი, რათა შეეცადოს დაიცვას საკუთარი უსაფრთხოება და კეთილდღეობა. პრეზიდენტობის შანსი მას არჩევნების წაგების შემთხვევაშიც ექნება. ეს კი გარდა პირადი პრობლემების გადაწყვეტისა, საჭიროების შემთხვევაში მას შეუქმნის სერიოზულ პლატფორმას რევანშისთვის. მითუმეტეს, თუ რიგგარეშე არჩევნები შედგა.

თუმცა, მისთვის უკიდურესად არაკომფორტულია საპარლამენტო არჩევნებამდე საკუთარი სურვილის გამჟღავნება იმ პირობებში, როდესაც ოპოზიციამ ფაქტობრივად ერთხმად დაუჭირა მხარი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას.

ამ შემთხვევაში, ის იძულებული გახდება მიიღოს ზურაბიშვილის გამოწვევა და შევიდეს მასთან პოლემიკაში, რაც ესმის რომ სრულიად დაანგრევს მისი უძლეველობის მითოლოგიას.

ამიტომ ვიხილეთ ჩვენ სალომეს მხრიდან დებატების შეთავაზებაზე სრული ისტერია მისი ხელის ბიჭების მხრიდან.

მეორეს მხრივ, როდესაც ოპოზიცია თანხმდება საერთო კანდიდატზე, ხოლო ხელისუფლება დუმს, ეს არის მათი შიშების დემონსტრირება და შესაბამისად სერიოზული კოზირი ოპოზიციის ხელში რისი გათამაშებაც საუკეთესოდ შეიძლება.

კიდევ უკეთესი იქნება, თუ ოპოზიცია შეთანხმდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზეც, რომლის საპირწონეს წარმოდგენაც ასევე გაუჭირდება ხელისუფალს.

ჩათვალეთ, რომ ამ შემთხვევაში ოპოზიციას ეყოლება ორი დამატებითი ორთქლმავალი ოქრო-ვერცხლით დატვირთული, მაგრამ უძრავად მდგომი სახელისუფლებო ვაგონების წინააღმდეგ.

ეს ყველაფერი უნდა გახდეს საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ტაქტიკური ხაზი.

თუ ბიძინა ბუჩქებში დარჩება ვაია, თუ გამოვა ვუია…”

თეგები: გია ხუხაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved