• რეკლამა
  • კონტაქტი
02:26, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თუ ასეთი მომტაცებელი ვიყავი, ივანიშვილს მოვიტაცებდი, იმას აქვს ფული, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილს ვერ მოვიტაცებდი – ელგუჯა ცომაია პროკურორს

ალია ავტორი - ალია
17:14 01-13-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

მიხეილ სააკაშვილის საქართველოს საზღვრის კვეთის დახმარებაში ბრალდებულ ელგუჯა ცომაიას განცხადებით, მისი ავტომობილი, რომელშიც ის სააკაშვილთან ერთად იმყოფებოდა, პატრულის თანამშრომელმა გააჩერა, თუმცა, ის მანქანის გაფუჭებული ნათურების გამო დააჯარიმეს. როგორც ცომაიამ განმარტა, ისინი პატრულის თანამშრომელმა მაშინ გააჩერეს, როცა ბათუმიდან თბილისში აპირებდნენ დაბრუნებას.

“მიხეილ სააკაშვილმა მოდი, ბათუმში წავიდეთო, წავედით ბათუმში, ერთ ადგილას 5 წუთი იყო, მეორე ადგილასაც 5 წუთი ვიყავით და წამოვედით. უკან ვბრუნდებოდით, ღამე იყო, 9-10 საათი იქნებოდა, გზაში პატრულმა გაგვაჩერა, მათვალიერებდა მეც, მიხეილ სააკაშვილსაც. ვნერვიულობდი, კაცი აგერ გვერდით მიზის, მაგრამ უკანა ნათურები არ გინათებსო და ჯარიმას გამოგიწერო. გულში ვფქირობ, გაგახარა ღმერთმა-მეთქი. ჯარიმა გამომიწერა და წამოვედით”,- განაცხადა ცომაიამ.

მას პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებითაც დაუსვა კითხვა, რომელშიც სააკაშვილი ამბობდა, რომ ის გაიტაცეს.

“ხუმრობა შემიძლია? თუ ასეთი მომტაცებელი ვიყავი, ივანიშვილს მოვიტაცებდი, იმას აქვს ფული. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილს მე ვერ მოვიტაცებდი”,- განაცხადა ცომაიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მისთვის სააკაშვილის მის სახლში ყოფნა დიდი პატივი იყო.

“ჩემთვის დიდი პატივისცემა იყო მიხეილ სააკაშვილი ჩემ სახლში რომ იყო, ერთშიც, მეორეშიც და ბავშვების ოთახში რომ ეძინა. მინდა ახალი წელი მივულოცო მთელ საქართველოს. არავინ დაინტერესებულხართ, რატომ გავდგი ეს ნაბიჯი”,- განაცხადა ცომაიამ.

ადვოკატებმა ელგუჯა ცომაიას მადლობა გადაუხადეს და ბოდიში მოუხადეს.

ცნობისთვის, ელგუჯა ცომაიას მძიმე დანაშაულის დაფარვასა და საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებას ედავებიან. ის ბრალს აღიარებს.

ადვოკატებმა შალვა და ზურაბ წოწორიებისა და გიორგი ნარიმანიძის გამოკითხვის ოქმები უდაოდ ცნეს, რის გამოც, ისინი სასამართლოში აღარ დაიკითხებიან.

ipn.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved