პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან ცუდ მიმართულებაზე დგას, თუ ასე გააგრძელებენ, საკუთარ თავსაც „გაშარავენ” და ამ ქვეყანასაც“.
„ჩემი აზრით, „ქართული ოცნება” ძალიან ცუდ მიმართულებაზე დგას, თუ ასე გააგრძელებენ, საკუთარ თავსაც „გაშარავენ” და ამ ქვეყანასაც. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მომავალში მაინც ვეცადოთ, რომ ერთი პარტია, ერთი ადამიანი მთელ ქვეყანას არ მართავდეს. ამით დარჩები მარტო სამყაროში დიდი მტრის წინაშე, რომლისკენაც თითქოს სიტუაციის დალაგებას ესწრაფვი.
რა მოტივაცია შეიძლება ჰქონდეს საქართველოსნაირ ქვეყანას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს „ბრძოლა გამოუცხადოს” და თქვას, რომ თითქოს ისინი ომში გვითრევენ, ამის არ მესმის.“, – განაცხადა ხვიჩიამ.














კომენტარები