მწერალი და მუსიკოსი ერეკლე დეისაძე სოციალურ ქსელში ახალ ლექსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
მწუხარე აპლოდისმენტები
თუ არ მომცემენ ,საბას’ პრემიას,
,მთავარის” ნაცვლად ჩავრთავ ,время’-ს
მინდა მქონდეს და დავთმო ,ლიტერა’
რომ თქვან – მინისტრი გადაიმტერა.
რომ თქვან, არავის არ გავს სავსებით
გამოირჩევა – ღრმა შეფასებით.
არის რაღაცა მასში გმირული,
თუმც ელფერი აქვს კომკავშირული.
რომელსაც დაუფარავად ავლენს,
თვალში რომ ხვდება სქროლვისას გამვლელს.
და სალანაძღავად როცა სხდებიან,
თითქმის არაფერს ერიდებიან.
ვინც მის მუსიკას ადრე ფანობდა.
შეამჩნია რომ ბევრი ნანობდა.
მის სამშობლოში ჰგავდა რუს ტურისტს
შეიგრძნო სიო ,,Cancel culture”-ის
აქვითინდა და დაუშრა ცრემლი,ბრწყინავდა თვალზე მოდმგარი კრემლი – წერს ერეკლე დეისაძე.
კომენტარები