• რეკლამა
  • კონტაქტი
11:35, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თუ ამის შემდეგ, ხალხმა აირჩია მოძალადე და უნდა რომ ბატონი ჰყავდეს, მე რაღა შუაში ვარ? – ბიძინა ივანიშვილი

ალია ავტორი - ალია
00:02 01-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა:

„საზოგადოებაც, ისევე როგორც „ქართული ოცნების“ გუნდი, იყო გამოუცდელი და პოლიტიკაში მოსვლისთანავე ამას აღვნიშნავდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი კულტურა, ჩვენი სახელმწიფო არ გვიმართავს, არათუ ათწლეულები, ასწლეულებიც კი, ამის გამოცდილება არ გვაქვს, მით უმეტეს არ გვაქვს გამოცდილება დემოკრატიული მმართველობის და ხიფათი ძალიან დიდია. ვნახეთ, რამდენი უბედურება და ხიფათი გადავიტანეთ. თუ რამ შეიძლება, სამოქალაქო ომის ჩათვლით, ყველაფერი საკუთარ თავს მოვახვიეთ. ასეთი ნათქვამია, ბრძენი სხვის შეცდომებზე სწავლობს, ჭკვიანი საკუთარზე და სულელი ვერასდროს ვერ სწავლობსო. მგონია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ საკუთარ შეცდომებზე ისწავლა. ჩვენ გამოუცდელობით ყველანაირი უბედურება დავაწიეთ სახელმწიფოს. მოვკალით პირველი პრეზიდენტი, გვმართავდნენ ყაჩაღები, საძმოთი იმართებოდა ქვეყანა, იმის შემდეგ სამოქალაქო ომი მოვახერხეთ და ეს საფუძველია იმის, რომ ხალხმა ისწავლა.

ბოლოს მივიღეთ ყველაზე დიდი გამოცდა – „ნაციონალური მოძრაობა“. ისე ძალადობდა საკუთარ ხალხზე, რომ ეს იყო ჩემი მოსვლის მიზეზიც, ვეღარ ვერეოდით. რვა წლის განმავლობაში ჩვენ შევაჩერეთ უკან სვლა. ზოგიერთი პოლიტიკოსი ტრაბახობს, რაც დამოუკიდებელ საქართველოში პოლიტიკა დაიწყო, იქ ვდგავარო. იდგნენ, მაგრამ 20 წლის განმავლობაში უარესდებოდა მდგომარეობა. „ქართულმა ოცნებამ“ შეაჩერა ეს დაღმასვლა. ჩვენ სტაბილურად, ყველა მიმართულებით გვაქვს პრინციპულად უკეთესი მდგომარეობა. ახლა იტყვიან, ნახეთ რამდენი გაჭირვებულიაო. გასაგებია, ამ გაჭირვებას ხუთ წუთში ვერ დაძლევ. ამას დრო სჭირდება. „ქართულმა ოცნებამ“ ვაჩვენეთ საზოგადოებას, როგორი შეიძლება იყოს ჯანმრთელი, ჯანსაღი, ევროპული ტიპის ხელისუფლება. რეალურია, რომ ხელისუფლება ხალხის სამსახურში ჩადგეს და არა პირიქით. ძალიან ნიჭიერი ხალხისგან შემდგარი გუნდი ემსახურება საკუთარ ხალხს. აქაც თემა დახურულია.

თუ ამის შემდეგ, თეორიულად დავუშვათ, ხალხმა აარჩია მოძალადე და უნდა რომ ბატონი ჰყავდეს, მე რაღა შუაში ვარ. ან საზოგადოებას რატომ უნდა ჰქონდეს ჩემთან მოთხოვნა, რატომ არ ბრუნდებაო. რატომ უნდა დავბრუნდე, თუ ვერ გავაკეთე კარგად, აღარც მომესვლება, სხვამ უნდა გაასწოროს და გააკეთოს. საზოგადოების ნაწილი, ვისაც გადაჭარბებული ნდობა შერჩა ჩემდამი, ახლა უფრო ფხიზლად დადგება, რომ უფრო კარგად უყურონ სიტუაციას, უფრო აქტიურები იყვნენ არჩევნებზე, გონებით და არა ემოციებით შეარჩიონ და ხმა მისცენ მას, ვინც მოსწონთ. ვფიქრობ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ისწავლა არჩევა და კონტროლიც. არც საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მოთხოვნა ჩემზე, თუ ჩემი მსგავსი უნდათ, ვუტოვებ მთელ გუნდს. არც მე უნდა მქონდეს პრეტენზია უკან შემობრუნებაზე. თუ რამე შემეძლო, გავაკეთე, თუ არ გავაკეთე სწორად, მით უმეტეს არ უნდა მოვბრუნდე უკან“

თეგები: ბიძინა ივანიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved