ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ბრინიგზე თქვა:
მინდა, იცოდეს მოსახლეობამ, რომ საქართველო დღეს დგას გზაგასაყარზე, უნდა აირჩიოს ორი სცენარიდან ერთ-ერთი, პირველი – ის უარს ამბობს სკეპტიციზმზე, მიუხედავად იმ ერთი საბედისწერო შემთხვევისა, რომელიც ყველა ქვეყანაში შეიძლება მოხდეს და ერთვება აქტიური, სრულმასშტაბიანი ვაქცინაციის პროცესში, პარალელურად ვაფართოვებთ პირბადეების ხმარებას, სოციალურ დისტანცირებას და ხალხმრავალი შეკრებებიდან თავის აცილებას. ასეთ შემთხვევაში, გვაქვს ძალიან კარგი პერსპექტივა, რაც ბევრ ქვეყანას არ აქვს, ეს არის, რომ ახალი შემთხვევები უფრო შემცირდება, გარდაცვალებები შემცირდება და შეიძლება განულდეს კიდევ, რასაც თან მოყვება ყველანაირი შეზღუდვის მოხსნა, მათ შორის კომენდანტის საათის…
ასეთი შეფერხებით თუ გაგრძელდა, ზუსტად არავინ იცის, მაგრამ სავარაუდოდ, ეს მოხდება ევროპის ქვეყნების პარალელურად, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უკვე დაიწყო, მაგალითად, საფრანგეთში. გერმანია ფრთხილობს ძალიან. მერკელმა გააკეთა განცხადება, ის შეხვდა მხარეების პრემიერმინისტრებს და გაახანგრძლივა ლოკდაუნი 28 მარტამდე, რადგან ელოდებიან მესამე ტალღას. იმ გაგებით, რა გაგებითაც მესამე ტალღას ვგულისხმობთ, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უკვე დაიწყო და საქართველოში დაიწყება მალე, სამწუხაროდ, ახლო მომავალში, თუ უარს ვიტყვით ვაქცინაციაზე და პირბადეების ტარებაზე…
კომენტარები