• რეკლამა
  • კონტაქტი
00:09, პარასკევი, 26 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ ადამიანს მიმდინარე კოვიდი აქვს, ვაქცინაცია არ შეიძლება!” – თენგიზ ცერცვაძე

ალია ავტორი - ალია
02:11 03-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
59

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა:

„ვაქცინა ყველაზე მეტად ამცირებს მძიმე შემთხვევებს, კრიტიკულ შემთხვევებს, სიკვდილობას და შემდეგ, სიმპტომურ ინფექციებს.

ვინც იცის, რომ ინფექცია გადაიტანა, მწვავე პერიოდის გასვლის შემდეგ ვაქცინაცია მათთვისაც დასაშვებია და შესაბამისად, დასაშვებია მათთვის, ვინც ისე გადაიტანა, რომ არც იციან, ვინაიდან უსიმპტომო პერიოდი ჰქონდათ და მწვავე პერიოდი არც ჰქონიათ. მათთვის ვაქცინაცია არანაირ წინააღმდეგ ჩვენებას არ წარმოადგენს. ეს რომ ასე არ იყოს, მსოფლიოში გაცილებით სხვანაირი კონტროლი იქნებოდა. იცით, რამდენი ადამიანია, ვინც გადაიტანა და არ იცის?! ასეთი ძალიან ბევრია, ორჯერ და სამჯერ მეტი და ამ ხალხს სპორტულ მოედნებზე, სტადიონებზე, სპორტ-დარბაზებში და მარკეტებში რომ ცრიან, ასე ხომ არ იქნებოდა?!

ნებისმიერი აქტიური ინფექცია არის ნებისმიერი ვაქცინაციისთვის წინააღმდეგ ჩვენება და არა მარტო კოვიდისთვის. რა თქმა უნდა, თუ ადამიანს მიმდინარე კოვიდი აქვს, ვაქცინაცია არ შეიძლება. ამიტომ არის, რომ იმ ქვეყნებში, სადაც განმეორებითი ვაქცინაციისთვის მინიმალური დრო დააწესეს, 28 დღე მაინც დააწესეს. იმიტომ, რომ ის 28 დღე შეიძლება, მიმდინარე აქტიური კოვიდი იყოს.“

შეკითხვაზე, არსებობს თუ არა რამე მედიკამენტი, რომლის მიღებისგანაც ვაქცინაციამდე ერთი, ან ორი დღით ადრე თავი უნდა შევიკავოთ, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა:

„მეტაბლოკერებს ვინც იღებს, ვაქცინაცია  კარდიოლოგთან შეთანხმებით უნდა მოხდეს, შეიძლება თუ არა, ეს მეტაბლოკერი რამდენიმე დღით მოიხსნას. არა იმიტომ, რომ ისინი რისკის ქვეშ არიან, რომ გართულების მეტი შანსი აქვთ. არა, უბრალოდ, თუ მათ გართულება ამ ანაფილაქსიური რეაქციის ტიპით განუვითარდათ, ის, ვინც მეტაბლოკერს იღებს, ადრენალინის ეფექტი შესაძლოა, ამ დროს საკმარისი არ იყოს. თუ პაციენტი მეტაბლოკერს იღებს, მისი მოხსნა არ შეიძლება და ვაქცინაციაზე ასე მიდის, მან კონსულტაცია ალერგოლოგ-იმუნოლოგთან უნდა გაიაროს, რათა პერსონალი, ვინც ცრის, მზად იყოს იმისთვის, რომ შესაძლოა, ადრენალინის ეფექტი ისეთი არ იყოს, როგორიც უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, სხვა მედიკამენტების გამოყენება იყოს საჭირო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სხვა მედიკამენტები არ მახსენდება, რომელიც შეიძლება, ვაქცინაციისთვის წინააღმდეგ ჩვენება იყოს“

თეგები: თენგიზ ცერცვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას
ახალი ამბები

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას

20:17 12-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved