“ქართული ოცნების” წერვი, ლევან მახაშვილი ამბობს:
„პირადად ჩემთვის, ელენე ხოშტარია არ წარმოადგენს მნიშვნელოვან ფიგურას. ის არის ერთ-ერთი რიგითი ხულიგანი, პოლიტიკური ექსტრემისტი, რომელმაც საკუთარი სურვილით, მიზანმიმართულად ჩაიდინა დანაშაული. რაც მოხდა, ეს არის სამართლიანობის აღდგენა, მეტი აქ არაფერი განსაკუთრებული არ არის. მისგან ვერც შუშანიკს გამოძერწავენ და ვერც თინათინს. რამდენი შვილიც არ უნდა ჰყავდეს… პირიქით, ჩემი პირადი კითხვა სწორედ ეს არის – თუ 4 შვილი დედაა, რას ფიქრობდა ამას რომ აკეთებდა?! საკუთარ შვილებზე არ ფიქრობდა?! საკუთარ ოჯახზე არ ფიქრობდა?! ამიტომ, ყველა, მათ შორის, უცხოელები, რომლებიც განცხადებებს აკეთებენ, ხელისუფლებას კი არ უნდა მოუწოდონ, პირველ რიგში, ამ ადამიანს უნდა მოუწოდონ და სხვებსაც, ვინც პოლიტიკური ექსტრემიზმით არიან დაკავებული, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი მსგავსი ტიპის ძალადობრივი პოლიტიკური ექსტრემიზმისგან და პირიქით, ჩაერთონ კონსტრუქციულ საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში“
ცნობისთვის, ის, რასაც მახაშვილი პოლიტიკურ ექსტრემიზმს უწოდებს, კახა კალაძის ბანერზე წარწერის დატოვებაა, რისთვისაც, ხოშტარიას მოსამართლე გიორგი არევაძემ პატიმრომა 1 წლითა და 6 თვის ვადით მიუსაჯა.














კომენტარები